თეა წულუკიანმა გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო:
„საქართველოს მთავრობა კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია აქვს. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოებია ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისთვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება ადვილი არ არის. ამას სჭირდება შრომა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ნდობა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.