გურული ბიჭუნა, ლუკა შუბითიძე პოპულარული ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მონაწილეობით გახდა.
9 წლის ბიწუნას დედა, თამთა გიორგაძე ჟურნალ “თბილისელებს” ესაუბრა:
”უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ 9 წლის ასაკში ჩემს შვილს მთელი ქვეყანა იცნობს. ამ მხრივ, დიდი ცვლილება მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა უცვლელია ის, რომ ჩვენ ისევ ხლმოკლედ ვცხოვრობთ. ახლა თბილისში ჩამოვედი სამსახურის საზებნელად.
შვილების დატოვება კიდევ ერთხელ მომიწია. აქამდე ქუთაისში ვმუშაობდი და ბავშვის გადაღებისთვისაც ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას,ამიტომ გადავწყვიტე თბილისში ჩამოვსულიყავი. მე ლუკას გარდა, კიდევ რი შვილი მყავს, ლუკას ტყუპისცალი გოგონა და უფროსი ბიჭი, რომელიც 11 წლისაა. ბავშვები ძალიან განიცდიან, რომ ერატდ არ ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო და იმედია, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.”