რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინა ძველ საზღვრებს ვეღარ დაუბრუნდება.
“უკრაინა, რომელსაც მე და თქვენ ვიცნობდით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს. ეს აშკარაა”, – განაცხადა ზახაროვამ Sky News – Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა“, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაწევრიანების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავენ. ამასთან, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის“, დენის პუშილინის მტკიცებით, რუსეთთან შეერთების საკითხი „ნომერ პირველი საკითხი გახდება“ მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკა“ აღადგენს „კონსტიტუციურ საზღვრებს.