“პატრიოტთა ალიანსის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ ისინი მზად არის შემოვიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი კახიანმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი პარლამენტში შევა.
“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რაუნდზე საბოლოოდ გადაწყდება საკითხი, რომლის შედეგადაც ჩვენ პოლიტიკურ შედეგს მივიღებთ, რაც აისახება იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი შემოვა პარლამენტში. ამიტომ, ვიდრე ეს შეხვედრა არ შედგება, ჩვენ სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომელიც დღეს განიხილა საპროცედურო კომიტეტმა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ საჯაროდ, რომ ამ პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ ისინი მზად არის შემოვიდნენ პარლამენტში,” – აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი.
შეგახსენებთ, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის(ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე) სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.
მსგავსი სტატიები
- 89
"ქართული ოცნების" ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ პიარი აქვთ ნულზე, ნულზე. არაფერს არ ამბობენ რაც გაკეთდა ამ წლების მანძილზე" - ამბობს ტვ "პირველის" ეთერში რეჟისორი ქეთი დოლიძე და მმართველი გუნდის იმ დამსახურებებზე საუბრობს, რაც ხალხმა ჯერ არ იცის. "ხუთი მილიონი კი არა, ათჯერ ხუთი მილიონია დახარჯული სოფლის მეურნეობაში. ძალიან…
- 89
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
- 89
2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
- 89
ტელეკომპანია "მთავარის" ცნობილი სახე, ტელეწამყვანი თეა ადეიშვილი გუშინ, "პისტფაქტუმში" გიორგი გააბუნიას მონოლოგს ეხმაურება დედაზე და წერს: "ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია მხოლოდ სახელს რომ ახსენებ და ყველა ხვდება ვის გულისხმობ, მის საქმეს, მის სტილს, მის მანერას, მის დანატოვარს - მისი სახელი ქვია და ხახლში მათ ერთდროულად აღიქვამენ დიდ და მიუწვდიმელ…