როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს.
„გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის ქართველი ერის დაკვეთა და, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს. ჩვენთვის მეორეხარისხოვანია თანამდებობები, ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება. მეორეხარისხოვანია, ვინ იქნებიან თანამდებობებზე, მთავარია, შეთანხმება მოხდეს ძირითად პრინციპებზე ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე. საქართველოსთვის ეპოქალური მნიშვნელობისაა ის, რომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგას.