უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება პასუხისთვის კიევზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის გამო. ამის შესახებ მან „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა.
“კრემლის სულელებს ჰგონიათ, რომ ჩვენ გავტყდებით. ჩვენ კი ვუპასუხებთ. მაგრამ, არა თქვენნაირად მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ სამეთაურო პუნქტებზე”, – წერს არესტოვიჩი.