რეჟისორი რობერტ სტურუა ვატიკანში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის მიერ გამართულ კონცერტს ეხმიანება.
„უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტის კაპელაში – არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები!
არც მიქელანჯელო გაუგიათ და არც ღმერთი! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი! ვაშა კრეტინებს!” – წერს სტურუა.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, 29 ივნისს „შენ ხარ ვენახი” და პატრიარქის „ავე მარია” შესრულდა. მანამდე კი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კონცერტი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში გამართა.” – წერს სტურუა.