“აქციას ოხანაშვილის ყურიც შეუერთდა…” – გია ხუხაშვილი

“აქციას ოხანაშვილის ყურიც შეუერთდა…” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი თბილისში, პარლამენტთან აქციას “შინ ევროპისკენ”.

მანამდე ანალიტიკოსმა დაწერა, რომ იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე იკრიბებიან, ომი არ უნდათ.

“დღეს ხალხი იკრიბება არა პოლიტიკური სიმპათიების, ან ერთიანი მსოფლმხედველობის, ან ორგანიზატორების მიმართ დამოკიდებულების გამო, რამაც შეიძლება დაგვყოს და დაგვაპირისპიროს, არამედ იმისთვის, რაც გვაერთიანებს – საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც სისტემური ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…

სწორედ ამ ხალხს უნდა მშვიდობა, რომელიც ვერ მიიღწევა სამართლიანობის გარეშე…
ხოლო ომი სწორედ იმას უნდა, ვისაც ეს ერთიანობა უკეთესი მომავლისთვის არ მოსწონს, უიმედო აწმყოში უნდა დაგვტოვოს და ამისთვის ყველაფერს კადრულობს…”, – დაწერა ხუხაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share