“გეთანხმები გია, დროა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ნამდვილად დროა! იმიტომ რომ სახე მიიღო ამაზრზენი, ჟუნალისტების დისკრედიტაციის მცდელობამ და მათი განადგურების მცდელობამ.” – ასე უპასუხა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ უცნობის განცხადებას “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, გია გაჩეჩილაძემ იმედის პირდაპირ ეთერში ინგა გრიგოლიას მიმართა.
“მინდა პირდაპირ მივმართო ინგა გრიგოლიას, ვიცნობდი და პატივს ვცემდი, უნდა დამთავრდეს ინგა ეს ყველაფერი! სირცხვილია ჩვენი შვილების და თაობების წინაშე, ჩემი მთავარი სათქმელი არის, რომ ისევ თქვენი სირცხვილია ამას თუ აკეთებთ და თუ ვინმე კიდე გისმენთ, თქვენ არ გინდათ ამის დამთავრება ამით ვერაფერს აღწევთ.” – განაცხადა უცნობმა იმედის ეთერში.