აპოპტოზი…უეცარი სიკვდილის მთავარი მიზეზი – ექიმი მარინა ტოტოჩავა

აპოპტოზი
ციტოკინები———-პირდაპირი კავშირი სიკვდილის ფაქტორთან———სწორედ ისინი გატყობინებენ ჩივილებით, რომ ავად ხარ.
უეცარი სიკვდილის მთავარი მიზეზი.
ვინ ადგენს, რა სჭირდება ორგანიზმს სიცოცხლისთვის ანუ როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის რეალური გახანგრძლივება.
ორგანიზმში ვინ ახდენს პირველი——–ვირუსზე, ბაქტერიაზე, კიბოს უჯრედზე, საპასუხო, გამანეიტრალებელ დარტყმას.
რა ფაქტორის შემდეგ სტატუსდება კიბო.
რომ იცოცხლო,რაღაც მაინც უნდა იცოდე იმუნიტეტზე
წინა სტატიაში ვახსენე აპოპტოზი და ბევრი შეკითხვა მომივიდა. სამწუხაროდ, ბევრისთვის სულ გაუგებარი ყოფილა, ზოგს კი ნეკროზი ეგონა. მედიცინაში ურიცხვი ბერძნული ტერმინებია. აპოპტოზიც, ბერძნულად ფოთოლცვენას ნიშნავს. ამ დროს ხდება, ადამიანის ორგანოების დაზიანებული უჯრედების სიკვდილი . უჯრედის დაშლა აპოპტიკურ ნამცეცებად. უფრო ჯანსაღი ტვინისა და უფრო ჯანსაღი იმუნური სისტემის ფარგლებში, დაზიანებული უჯრედები შეგნებულად იკლავენ თავს. სუსტი იმუნიტეტის დროს კი, დაზიანებული უჯრედები ორგანიზმში რჩებიან და კიბოს რეალურ რისკებს ქმნიან. აპოპტოზის მოვლენის არსი იდეალურია-ორგანიზმი იშორებს მავნე უჯრედებს, რომლებიც ავთვისებიანი კიბოს ვირუსით ან სხვა მძიმე ვირუსებით ან აგრესიული ბაქტერიებით და სხვა ტოქსიკური ნაერთებით არიან დაბინძურებული. არასწორია , აპოპტოზის ნეკროზთან შედარება. ნეკროზის დროს საღი უჯრედები ნადგურდება. აპოპტოზის დროს კი——- დაავადებული და დაზიანებული, არასაჭირო უჯრედები გამოძევდება. ეს უნარი სამყაროს შექმნის დღიდან, ადამიანის გენეტიკურ კოდში დევს. რამდენად მეტად აქვს ადამიანს აპოპტოზის უნარი , იმდენად მეტს იცოცხლებს ის, მიუხედავად ქრონიკული დაავადებისა. შესაბამისად, იგივე მექანიზმი განიხილება კიბოთ დაავადებული ადამიანის, სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრისას. ადამიანი სიცოცხლეს ვერ გააგრძელებს ან მძიმე დაავადება გაუქრონიკულდება, თუ დაზიანებული უჯრედები არ დაიშლებიან და მათ ადგილს, ჯანსაღი უჯრედები არ დაიკავებენ. ჯანსაღი უჯრედების გადანერგვა საუკეთესოა. რაც ბოლო წლებში დაინერგა მედიცინაში . მაგრამ ,ჯამში მაინც მექანიკური სატყუარაა. რადგან, ჯანსაღ უჯრედებს, რომლებიც იმუნურ ქსოვილში სრულფასოვნად ჩაიზრდებიან, მხოლოდ ორგანიზმის საკუთარი იმუნუ რი სისტემა ქმნის. აპოპტოზი გენში დაპროგრამებული სიკვდილია, ადამიანის სიცოცხლის გასაგრძელებლად. იმდენს იცოცხლებს კიბოთი ან ქრონიკული დაავადებით დაავადებული, რამდენადაც აქვს მას აპოპტოზის უნარი. ტვინი როცა დააფიქსირებს, რომ დაავადებულ უჯრედში დაზიანების ეტაპი დეენემის დაშლამდე მივიდა, ის აპოპტოზის პროგრამას ჩართავს, რომ დეენემი გადარჩეს და შთამომავლობას გადაეცეს. ადამიანი კი მორჩეს ამ დაავადებისგან და სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს. თუ ჭრილობა ადვილად არ გიხორცდებათ ან დიაბეტის დროს შაქარი ხშირად მაღალია ან ქრონიკული დაავადება გახანგრძლივებული გაქვთ დროში, აპოპტოზის უნარი ძალიან დაქვეითებულია .ფარული დიაბეტი რაც დღეს გლობალური პრობლემაა, აპოპტოზის შესამჩნევი კრახით მიდი ს. მისი დადგენა და კონტროლი აუცილებელია ყველა ჭარბწონიანში. ასევე,არა მარტო ჭარბწონიანში. მოუმატებელი შაქრის დონე ხშირად აგრესიული დიაბეტის მექანიზმებით მიდის. ამიტომაცაა, რომ ბევრ ჭარბწონიანში ისეთივე ტოქსიკური აციდოზის განწყობა და კეტოზის გაუკუღმართება ხდება, როგორიც დიაბეტით დაავადებულებში.ამიტომაცაა , რომ უყურადღებოდ მიტოვებულ ჭარბწონიანების დიდ რიცხვს ბევრი დაავადება აღენიშნებათ. რადგან, მათ ორგანიზმებში იგივე ტოქსიკური პროცესებია , რაც დიაბეტგამოვლინებულებში. რადგან , ყველა ჭარბწონიანს აპოპტოზის უნარი მკაცრად შეზღუდული აქვთ. ყველა დაავადება ცილის რღვევით მიდის. მაგრამ, თუ უჯრედში დეენემის რღვევა დაიწყება და ვერ შეჩერდება, ორგანიზმი მიიღებს , არა მარტო ქრონიკულ დაავადებას, არამედ გართულებულ კიბოს. ყველას მოეხსენება, რომ დეენემი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა, რომელთანაც პირდაპირაა დაკავშირებული, როგორც გენეტიკური ინფორმაცია, ისე სიცოცხლის გაგრძელება. იქ სადაც დეენემის დაშლა იწყება, დაზიანებული უჯრედი აპოპტოზის სიგნალს ჩართავს და თავს მოიკლავს .მაგრამ, ამას გააკეთებს მხოლოდ , კარგი ან ნორმასთან მიახლოებული იმუნიტეტის პირობებში. კიბოს უჯრედები —–ცოცხალი, აქტიური, ბრძოლისუნარიანი, ვერაგი არსებებია, მახვილი ტვინით. ისინი მუდმივად ცდილობენ აპოპტოზის სიგნალებს დაემალონ და მავნეობა გააგრძელონ. კიბოს ეტიოლოგიური რამდენიმე მექანიზმი არსებობს, რომლებიც ადრე აქ ავხსენი დეტალურად. მხოლოდ, ერთ ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას . კიბოს ფონია, თავისუფალი რადიკალების დაგროვება ორგანიზმში ზღვარს ზევით. თავისუფალი რადიკალების თავისუფლად შემოდინება მაშინ ხდება, თუ ორგანიზმი მუდმივად იწამლება გარე ტოქსინებით———-მძიმე მეტალებით, ინჰალაციურ ად შესუნთქული ნივთიერებებით; არასაჭირო , არამიზანმიმართულად დანიშნული მედიკამენტებით ;უხარისხო საკვებით; უხარისხო წყლით, ინდივიდუალური მიკროსაწარმოებით, რომლებიც არ კონტროლდება და სხვა. ამ და სხვა ფაქტორებს დიდი დარტყმა აქვს ჯირკვლებზე, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვალზე, რომლის ქვემდებარე ჩამონათვალშიცაა ყველაზე მეტი დაავადება — წნევის, გულის, ღვიძლის და ჩიყვების ჩათვლით. თავისუფალი რადიკალების შემოდინებას ,გზა ეხსნება ,როცა ღვიძლის ფილტრის უნარი დაქვეითებულია და ორგანო-კანის გარეუჯრედული მატრიქსი დასუსტებულია. მავნე აგენტებს ადვილად ატარებს სხვადასხვა, აუცილებელი ნივთიერებებით გამოფიტული კანი; ღვიძლი ვერ ფილტრავს, ლიმფური სისტემა ყველა თავისი ჯირკვლით დათრგუნულია . სიმსივნურ დარტყმას პირველად იღებს, კანი და ღვიძლი; შემდეგ კი , შიგა ორგანულ პანორამაში—— საშარდე სისტემა და ძვლები. თუ საშარდე სისტემა და ძვალ-სახსართა სისტემა პრობლემურია ,ნებისმიერი, თუნდაც ბავშვთა ასაკის ასეთი ორგანიზმი, მუდმივ აპოპტოზს ახორციელებს და სიმსივნური უჯრედების წარმოშობას ებრძვის .ასეთი და პლიუს ნაღვლის ბუშტით დაავადებეული ადამიანის ორგანიზმი , ყველა დისკომფორტის დროს აპაპტოზს ახორციელებს და სიმსივნური უჯრედების ჩამოყალიბების ასაცილებლად იბრძვის. ბუნებრივია, ყველა ასეთი ბრძოლის დროს , ყოველთვის ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაზიანების ფონია. იმუნიტეტი იხარჯება ამ ბრძოლაში. არასწორია ყველა მკურნალობა, თუ არ მოხდება ორგანიზმის შეფასება—– თავისუფალი რადიკალების რაოდენობით და იმუნური ფონის სტატუსის დადგენით. სავალდებულო არ არის, სიმსივნე რადიოლოგიურად იყოს გამოვლენილი. ასევე, ყველა ქრონიკული დაავადების დროს , აპოპტოზის მექანიზმი იბრძვის უჯრედის სიმსივნურად გადაგვარების წინააღმდეგ. ნებისმიერი სიმპტომი თუ გაქრონიკულდა, ადამიანის ორგანიზმში აპოპტოზის სისტემა იბრძვის სიმსივნის თავიდან ასაცილებლად. მარტივად რომ ვთქვათ ,კიბო ბოლომდე დაზიანებული უჯრედია. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანს კიბო აქვს თუ არა . თუ მას აპოპტოზის უნარი გააჩნია, ის აუცილებლად დიდხანს იცოცხლებს. რადგან , თანამედროვე მსოფლიო მედიცინა ამტკიცებს, რომ სიმსივნური უჯრედი ყველა ორგანიზმში ცურავს . ბავშვია , მოზარდია თუ ხანდაზმულია, ყველას ორგანიზმში გარკვეული გარემო პირობების შედეგად, მუდმივად ცურავს კიბოს უჯრედი. თუმცა ეს რა გასაკვირია ამ პლასტმასის , მავნე აირების და ხელოვნური კვების საუკუნეში . როცა ადამიანს საშუალო იმუნიტეტი მაინც აქვს , გარეუჯრედული მატრიქსა საშუალოდ ფუნქციონირებს და იმუნური უჯრედები ჯერ კიდევ ქმედითუნარიანი არიან. ეს იმუნური უჯრედები მუდმივ რეჟიმში დადიან და წმენდენ მავნე ტოქსინებს ,კიბოს უჯრედებს, ბაქტერიებს, სოკოებს და სხვა დაზიანებულ უჯრედებს. იმუნური სტრუქტურები ,აპოპტოზის მიერ დაშლილი უჯრედის, დაზიანებული ნაწილაკების გარედ გამტანი მენაგვეებიც არიან. კიბოს დასტატუსებას, მხოლოდ, აპოპტოზთან გამარჯვებული სიმსივნური უჯრედი იწვევს. ამიტომ, აპოპტოზი არა ცუდი, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ სიცოცხლის მაცნე ანგელოზია. ნეკროზი და აპოპტოზი უჯრედის სიკვდილის რადიკალურად განსხვავებული სახეებია. აპოპტოზი, ადამიანში სამყაროდან წინასწარ ჩადებული, სიცოცხლის პროგრამის მთავარი ნაწილია გენების მონაწილეობით. აპოპტოზი რომ არ იყოს, ნორმალური ჩანასახები არ ჩამოყალიბდებოდა. რადგან, ამ ით ნაყოფი იცილებს ზედმეტ მახინჯ ფორმებს. რეგენერაციაში ანუ დაზიანებული ქსოვილის აღდგენაში აპოპტოზის მექანიზმია ჩადებული. დაშლილი ღვიძლის აღდგენა, მხოლოდ აპოპტოზის მექანიზმის სრული გააზრებით არის თანდათან შესაძლებელი. ჭრილობა მით გვიან და პრობლემურად ხორცდება, რაც უფრო დაქვეითებულია აპოპტოზის უნარი. დაავადება ქრონიკულში მაშინ გადადის ან სიმსივნე მაშინ იწყება, თუ აპოპტოზის მექანიზმი სრულად არ ჩაირთვება. თუ აპოპტოზის მექანიზმი დრულად და სრულად ჩაირთვება, დაავადება მალე რჩება ან სიმსივნე ჩერდება და ადამიანი ბევრად მეტ ხანს ცოცხლობს. უჯრედების გაუაზრებელი დაყოფა წყდება. აპოპტოზი სამყაროს გენეტიკური მექანიზმით მიდის. ის დეენემში ჩადებული ბრძანებაა, დაზიანებული უჯრედების სიკვდილის. როგორც კი დაზიანებული უჯრედი ტვინიდან მიიღებს ცნობას, რომ უშველოს დაავადებულ ადამიანს და აპოპტოზი ჩართოს, ის დეენემში აგზავნის სიგნალს. დეენემში აპოპტოზის სქემა, როგორც ვთქვი, წინასწარაა სამყაროდან ჩაწერილი. დეენემი გადასცემს ამ ინფორმაციას იმუნურ სისტემებს, რომლებიც ამ უჯრედების თვითლიკვიდაციას ხელს უწყობენ. ანუ აპოპტოზი იმუნიტეტის ძლიერი სახეა. როცა ორგანიზმში ჩასახლდება—— ან ვირუსი ან ან ბაქტერია ან სოკო ან ძლიერი პარაზიტი ან კიბოს უჯრედები, ისინი ორგანიზმის, იმუნურ———- მავნე ტოქსინების მხვეტავ უჯრედებს დიდი ოსტატობით ემალებიან და პათოლოგიური სისტემების ამუშავებას იწყებენ. ეს ყოველთვის არ გამოვლინდება ჩივილებით. სწრაფი კიბოები, ეს მცნება არასწორად გავრცელდა. არაფერი არ იწყება სწრაფად. ორგანიზმში განვითარებული, ფარული პათოლოგიური პროცესების დროს ან ვირუსი ან ბაქტერია ან პარაზიტი ან სოკო ან კიბოს უჯრედები, უჯრედში შესულ საკვებ ნივთიერებებს და ყველანაირ რესურსებს იყენებენ თავის საკვებად და თანდათან ძლიერდებიან. უჯრედები იფიტება და შეჭრილი აგენტების მავნე ზემოქმედება მათ დეგრადირებას იწვევს. თუ იმუნიტეტი საშუალო დონეზე მაინც არის, ამ ვითარებას უჯრედი სინათლეზე მალე გამოიტანს და ტვინს შეატყობინებს. ტვინი იმუნიტეტს გაააქტიურებს, ლეიკოციტები ბრძოლას დაიწყებენ, აპოპტოზის ფუნქცია ჩაირთვება. დაბალი ლეიკოციტების პირობებში, ეს პროცესი ჩივილებით ვერ ან ნაკლებად გამოვლინდება. დაბალი ლეიკოციტების დროს, უჯრედში დამალული ბაქტერია ან ვირუსი ან სოკო ან კიბოს უჯრედი ადვილად ემალება ორგანიზმის იმუნურ ჯარისკაცებს. ორგანიზმის დასაცავი სიტემები, მხოლოდ ნორმაში მყოფი ლეიკოციტების დროს მუშაობენ. დაზიანებული უჯრედების რიცხვი მრავლდება .ლეიკოციტები არი ან ყველაზე ხმაურიანი იმუნური პერსონები, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მათზე არამყისიერი და მუდმივი რეაგირების უგულვებელყოფა, დაბალი განვითარების ნიშანია მედიცინის მუშაკისთვის. თუ ლეიკოციტები ძალიან დაცემული არ არის ანუ 6 მაინც არის, აპოპტოზის განგაში ჩაირთვება და დაზიანებული უჯრედები თვითმკვლელობის მექანიზმს აამუშავებენ. 4 ლეიკოციტზე ეს ვერ მოხდება და 5 ზეც და 6 ზეც ძალიან გაუჭირდება. თუ იმუნიტეტი კრიტიკულ ზღვარს ქვევით არ არის, აპოპტოზი ადამიანს ყველა დაავადებისგან იხსნის. მათ შორის კიბოსგან. ჭიდილი გადარჩენისთვის და მორჩენისთვის, დადებით შედეგს ,აპოპტოზის სრული განხორციელებისას იძლევა. ეს მთავრდება ადამიანის გაჯანსაღებით. ამიტომ არის სასიცოცხლო ,ადამიანისთვის, ექიმის მიერ უჯრედულ დონეზე გათვლილი და არა მარტო ჩივილებზე ორიენტირებული მკურნალობა .თქვენ გინახიათ მაგალითები ,ადამიანს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და დიდხანს იცოცხლა, ხან კარგი ექიმის ხელში, ხან ისედაც. რადგან, მის ორგანიზმს გენეტიკური იმუნიტეტი და შესაბამისად, აპოპტოზის უნარი ჰქონდა. კარგი ექიმი უპირველესად ——-თავისუფალი რადიკალების რიცხვს და იმუნურ კომპლექსებს აკვირდება ; აპოპტოზის უნარს ანგარიშობს, რომ მისი გააქტიურებისთვის იბრძოლოს. ჩვენთან იმდენად დაბალია პროფილაქტიკური ცოდნა მოსახლეობაში, ბევრმა არც კი იცის, გონიერი ექიმები მკურნალობის გამოყვანამდე, რამდენ გონებრივ სამუშაოს ატარებენ და რა რთულს მექანიზმებს განიხილავენ.
თუ ზრდის ჰორმონი და ლეიკოციტები დაბალია ორგანიზმს აპოპტოზის უნარი შეზღუდული აქვს .თუ ექიმს, უჯრედულ მექანიზმებზე გათვლილი და ნააზროვნები დანიშნულება აქვს გამოყვანილი, ის ყოველთვის ითვალისწინებს ამ ორ ფენომენს საფუძვლად. აპოპტოზი სრულად მაშინ ხდება , როცა იმუნური რეაქციები ისე მიდის, უჯრედების მიერ ამ რეაქციებით ——–ციტოკინები რომ თავისუფლდება და ნორმაში არიან . ციტოკინური შტორმის შესახებ, კოვიდის მიმდინარეობისას უკვე არაექიმებსაც სმენია. ამ დროს ორგანიზმი გაჯანსაღებსთვის უკვე ნაბიჯებს ვეღარ დგამს და სიცოცხლე უკან მიდის. იმუნიტეტი ფარხმალს ყრის. ანუ ციტოკინების ნორმული ბალანსი იმუნური სასწაულის შემქმნელია , ხოლო მათი შტორმი კი—– სიკვდილის მაცნე. მცირე გადახვევას გავაკეთებ ციტოკინების მეტი აღქმისთვის . ორგანიზმის იმუნური ჯანმრთელობა და მთელი იმუნიტეტი, ციტოკინების ბიოლოგიურ ხარისხზეა დამოკიდებული. დაავადებაზე, როგორ საწინააღმდეგო იმუნურ პასუხს გასცემ ანუ ადვილად გადალახავ ამ დაავადებას , თუ ვერ გადალახავ , გაქრონიკულდება და კიბომდე მივა——– ეს მთლიანად შენს ციტოკინებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ციტოკინების სიგნალებზეა დამოკიდებული, მარტივი ალერგია დაგრჩება თუ ციტოსტატიკურ ნგრევამდე მივა იმუნიტეტი. ცნობისთვის , ნებისმიერი ალერგია იმუნიტეტის რღვევის ძლიერი ს ახეა. ხოლო, ქრონიკული რინიტის შესახებ ხშირად ავღნიშნავ, რომ ის მომავალი სიმსივნის განვითარების ერთი ცნობილი მაცნეა და იმის იმუნოლოგიური დასტურია,რომ ქრონიკული რინიტით დაავადებულს, აქვს იმუნური ბაზისი, რომ სიმსივნის ჩამოყალიბება სწორი მკურნალობის პირობებში——— აიცდინოს. ალერგიული რინიტების მკურნალობა, დღეს ამ ქვეყანაში, თუნდაც ჭკვიანი ალერგოლების ხელშია შეტოვებული და მარტო —–ცხვირის წვეთებით, ანტიბიოტიკით და აეროზოლით ხდება, ეს ჩვენი მედიცინის გასაჭირის გამოხატულებაა. ბევრჯერ დამიწერია , რომ მისი მთავარი მიზეზი პანკრეასიდან, ღვიძლიდან და დიზბაქტერიოზიდან იწყება. ციტოკინები ქმნიან ორგანიზმში შესული მავნე აგენტების წინააღმდეგ დამცავ ანიტიგენებს. მაგალითად, ისინი აკონტროლებენ ძვლის ტვინის დაყოფას და შესაბამისად, სისხლის დაავადებების ამცილებლებია. ისინი არ მარტო იმუნური დაცვაა ინფექციებისგან ,არამედ იმუნიტეტის სრულ პაკეტს ქმნიან .თანამედროვე მსოფლიო მეცნიერები, ციტოკინებს პირდაპირ აკავშირებენ სიკვდილის ფაქტორთან, უჯრედის გამრავლებასთან და სხვა. ციტოკინები სასიგნალო ცილები ანუ პეპტიდებია. ისინი მრავალრიცხოვან ფიზიოლოგიურ ფუნქციებს აწესრიგებენ ადამიანის ორგანიზმში .ციტოკინები ამინომჟავების ჯაჭვია, რომლებსაც სხვადასხვა ,უამრავი, სასიკეთო ფუნქცია და შემქმნელ ბაზისად განსხვავებული ტიპის უჯრედები აქვთ. მარტო ტვინის სკლეროზს არ ვაქცენტირებ. ნებისმიერი ორგანოს დაავადება და ფუნქციების დაქვეითება ამ ორგანოს კონტაქტური სკლეროზია ტვინთან .ნებისმიერი ქრონიკულად დაავადებული ორგანო, თავისი სკლეროზის გარკვეული ხარისხის გამოხატულებაა. რომელიმე ორგანოში სასიგნალო სიტემების მოშლა, ტვინის მმართველობითი ფუნქციის მოშლაა ამ ორგანოს მართვაში. ადამიანი ეს მიკროსამყაროა და ამ სიგნალებზეა აწყობილი, სასიცოცხლო მენტალობის მიღებაც და სიცოცხლის ხარისხიც. სწორედ ციტოკინები ქმნიან სასიგნალო სისტემებს. დიაბეტი მაშინ იწყება, როცა ენდოკრინოლოგიური ნაწილი, სასიგნალო სიტემებიდან ამოვარდნას იწყებს. დიაბეტის დროს, ადამიანი როგორც ტვინიდან მართული მწყობრი სისტემა, მოშლილია. ემოციური ფაქტორები ამიტომ ამძიმებენ დიაბეტის მიმდინარეობას და და უკიდურესად ლაბილურ ფსიქოლოგიურ ფონებს ქმნიან. ძლიერ ევროპულ ქვეყნებში, დიაბეტიანის უმიზეზო განერვიულება ,თითქმის, ისჯება. ციტოკინები, გადაადგილების გარეშე, ამ მართვას დისტანციურადაც ახორციელებენ. ორგანიზმის სიგნალების სიტემების მართვის გამო, თანამედროვე მსოფლიო მედიცინა , მათ ადამიანის ორგანიზმის ენის სიმბოლოებს უწოდებს .პირველი ციტოკინი, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ეს იყო ლიმფოკინები, რომლებიც ლიმფოციტებიდან წარმოიქმნებიან ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ ვიმეორებ ხშირად , სისხლის საერთო ანალიზის წაკითხვის ხარისხით ექიმების დონე შეიძლება განასხვავო .კარგი იმუნიტეტის პირობებში, ორგანიზმში შეჭრილი მავნე ანტიგენის——კიბოს უჯრედის, ბაქტერიის, პარაზიტის, სოკოს შესახებ, ციტოკინები სწრაფად აწვდიან ტვინს ინფორმაციას და ტვინი ამას, რამე ჩივილით გამოხატავს. ანუ ციტოკინები გატყობინებენ ჩივილებით, რომ ———ავად ხარ. ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი ამ ინფორმაციულ სისტემებზეა დაფუძნებული. თუ ტვინი ვერ იღებს ინფორმაციას ციტოკინებისგან, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ჩივილების განვითარების ეტაპი ამოვარდება და სწორედ მაშინ ხდება უეცარი სიკვდილები და ვერ ესწრება დახმარება. ანუ უეცარი სიკვდილით კვდება ის ადამიანი, ვისაც ციტოკინური სიგნალების სიტემა მოშლილი აქვს. ყველა გონიერმა ექიმმა პაცინტის გააანალიზებისას ყოველთვის იცის, რომელია ასეთი ადამიანი და დანიშნულების შედგენისას მთელი ბრძოლის აზარტი, უპირველესად ამ ფაქტორის განეიტრალებაზე აქვს მიმართული. როცა პაციენტის მონაცემებს ვაანალიზებ, აღელვებული განცდებით, პირველი მხოლოდ ამას ვაკვირდები. პირველი კურსის პირველი მედიკამენტები, აუცილებლად ციტოკინური სიგნალების სისტემის აღდგენაზე და უეცარი სიკვდილის თავიდან აცილებაზე , უნდა იყოს მიმართული .ანალიზები, რადიოლოგიური მონაცემები, ჩივილები————ყველაფრიდან შეიძლება იაზროვნო და კონკრეტულ ადამიანში, ციტოკინების სასიცოცხლო ვითარებები დაასკვნა. ძალიან ხშირად საერთოდ არ იცის ადამიანმა, თუ რას განიცდის ექიმი და რამხელა პასუხისმგებლობის ტვირთი აქვს მას აღებული, მორალურადაც და კანონის წინაშეც. ძალიან კარგად იცით და ბევრი მაგალითი გინახავთ, რომ უეცარი სიკვდილით ისეთი, თითქოსდა სრულიად ჯანსაღი ვიზუალის ადამიანები გარდაცვლილა, ხალხს რომ ეგონათ საერთოდ არაფერი სჭირსო. ამიტომ, ყველაზე მეტი პრობლემა ექიმებს, რეალური სურათის დანახების და დაჯერების გვაქვს ანუ გააგებინო ადამიანს , რომ ნამდვილად სიკვდილის ზღვარზეა და ბოლომდე მოგყვეს ამ რეალურ სასიცოცხლო გზაზე. ჩვენში ისეთი არაკოორდინირებული მენტალობა აქვთ ადამიანებს, ყველაფრის, თუნდაც კიბოს ან კიბომდე მისული ვითარების ბოლომდე მორჩენა ,მხოლოდ ერთი კურსით უნდათ. ჩივილის გაქრობა ყველაზე მარტივია ექიმისთვის. სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, მთავარია აღდგენის უჯრედულ დონეზე დაწყება, რაც ქრონიკული დაავადებებისას მეტ დროს მოითხოვს. ზოგი მეცნიერი, ციტოკინებს ჰორმონების იდენტურად აღიქვამს. ციტოკინების მთავარი ღირსება, მავნე უჯრედებზე საპასუხო რეცეპტორული კომპლექსების შექმნაა. ეს კი შეუფასებელია სიცოცხლისათვის. ამისთვის მეცნიერები, ციტოკინების ჯგუფს სუპეროჯახს უწოდებენ. ნებისმიერი დაავადების შეჩერება და კიბოს დამუხრუჭებაც, პირდაპირაა დამოკიდებული ანთებების საწინააღმდეგო ციტოკინების ჯანსაღ ეფექტზე. სწორედ მათზე ა დამყარებული იმუნიტეტი და აპოპტოზის უნარი. ციტოკინები არეგულირებენ იმუნურ პასუხებს. ნებისმიერი ანთების გადატანაში ;ტრავმის გაწოვაში; კიბოს უჯრედის მიმართ გამძლეობის ჩამოყალიბებაში და იმუნური პასუხის შექმნაში,სიცოცხლის გახანგრძლივებაში ——–მთავარი ა ციტოკინები . ნებისმიერი დაავადების დროს, თუნდაც დაუავადებელ ადამიანში პროფილაქტიკისას, სიცოცხლის რეალური გახანგრძლივება, მხოლოდ ციტოკინებზე გონიერი ზედამხედველობით შეიძლება. ყველა გონიერი ექიმის ტვინი და ფიქრები, ნებისმიერ პაციენტში, უპირველესად და მუდმივად ციტოკინებს დატრიალებს. ციტოკინებია——ინტერფერონი, ინტერლეიკინი, ქიმოკინამინები, ლიმფოკინები, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი დასხვა. ციტოკინების პირველი ტიპია ჰემატოპოეტინები. ისინი პირდაპირ ა რიან პასუხისმგებელი სისხლის დაავადებების აცილებაზე. მათ ოჯახშია ლეპტინიც, რომელზეც ბევრჯერ ვრცლად მისაუბრია. ის მადის ჰორმონია. რომელიც ყველა ჭარბწონიანს მომატებული აქვს. ასევე ძალიან დარღვეულია ის დეპრესიის დროს. გონებაშეზღუდულობა და მენტალობის დეფექტია, როცა ზედმეტად მსუქნებს აპრეზენტირებენ და დასცინიან. სიმსუქნე სიგნალია, ადამიანის ბევრი სასიცოცხლო პრობლემის და იმუნიტეტის შეზღუდვის მკვეთრი ნიშანია .ზედმეტად მსუქანი ადამიანი კომბინირებული დაავადებებით ავად არის და ამ დროს მას ვიღაც დასცინის. სიმსუქნის მაკონტროლებელი ჰორმონიც ამიტომ მოექცა ამ ჯგუფში. მეორე ჯგუფია ინტერფერონები. მესამე——-ზრდის ფაქტორის რეცეპტორების ოჯახი. როგორც ვთქვი, ციტოკინები , უჯრედებს შორის, სასიცოცხლო გამაფრთხილებელ სიგნალებს გზავნიან. ისინი ადგენენ—- რა სჭირდება ორგანიზმს სიცოცხლისათვის. ფუნქციების მიხედვითად იყოფიან——ანთებების საწინააღმდეგო, განვითარებაზე პასუხისმგებლები, იმუნოგლობულინების შემქმნელები,უჯრედის მომწიფებლები. ჰემატოპოეტინული ფუნქცია აკონტროლებს ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების განვითარებას , სისხლის პრობლემებს და სისხლის დაავადებებს. ინტერფერონები პირველები ა ხდენენ ვირუსზე, ბაქტერიაზე, პარაზიტებზე, კიბოს უჯრედებზე—— საპასუხო, გამანეიტრალებენ დარტყმებს. ყველაზე ძლიერი ციტოკინია—–ინტერლეიკინი. ის მიიღება——ლიმფოციტებისგან, მაკროფაგებისგან და ლეიკოციტებისგან. თერაპიული გადასახედიდან, ნებისმიერი ორგანოს კიბო მაშინ სტატუსდება, როცა ორგანიზმი სისხლის უჯრედების სრულფასოვან გამომუშავებას წყვეტს. ამას უსვამს ხაზს, თავისი ქმედებებით, დღეს მსოფილო მედიცინის ყველა ცენტრი. სისხლის უჯრედების სრულფასოვან შექმნას კი, ძირითადად ციტოკინები ახორციელებენ . ამიტომ ვიმეორებ, უკვე მერამდენეჯერ, რომ დაბალი ჰემოგლობის, მაგალითად, 66 ის ტარება სიკვდილის ბილიკზე გადასვლაა .მენტალურად ნორმალური მედიცინის მუშაკი, ამაში რეალურ საშიშროებას უნდა ხედავდეს. ნორმას ქვევით, თუნდაც მცირედ ნაცდური ჰემოგლობინი , ეს არის სიკვდილის დარბაზის გასაღების ტარება. ჩვენს ქვეყანაში, კიბოს ასე გამრავლებაში, ეს ფაქტორი ერთი უდიდესი მაპროვოცირებელია. ბოლოსდაბოლოს თუ ამას გაიგებთ და აღიქვამთ, მეტ ხანგრძლივ სიცოცხლეს გარანტირებულად მოიპოვებთ. ადამიანები ბევრი მინახია, ტრაბახობენ კიდეც , სულ ასეთი დაბალი ჰემოგლობინი მაქვსო. ჯანდაცვის პირველადი რგოლის სისუსტე ამაშია—————-ეს უნდა შეაგნებინოს ადამიანებს და არ უნდა დაუშვას. აქვე განვმარტავ ციტოკინური შტორმის შესახებ. ადამიანის ჯანმრთელი სიცოცხლე, შემადგენელი ნივთიერებების და კომპონენტების ბალანსზე დგას. როგორც ნაკლებობა აზიანებს ისე მეტობაც. ციტოკინური შტორმის დროს, ბიოლოგიურად ზედმეტად აქტიური ნივთიერებები————-ციტოკინები ზეჭარბად გამოიყოფიან .უფრო ხშირად ,ეს ხდება კოვიდისმაგვარი ძლიერი ვირუსების მოქმედების ფონზე. ჭარბად გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ძლიერ ანთებებს იწვევენ. ციტოკინური შტორმი, ძლიერი, იმუნური, უარყოფითი რეაქციაა. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ცილები,რომლებიც ზედმეტ ციტოკინებს აქრობენ .ეს ცილები ამათ იწოვენ და ანთებების გაძლიერება აღარ ხდება.
ვაგძელებ უშუალოდ აპოპტოზის მექანიზმს.
თუ ციტოქრომ ცე გათავისუფლდება ,დეენემის შეუქცევადი დაზიანება შეწყდება. ამაზე ტე უჯრედები უნდა მუშაობდნენ და აქტიურობდნენ. ეს არ მოხდება მაშინ , როცა იმუნიტეტი საერთოდ ვერ მუშაობს. თუ პარალელურად, მითუმეტეს ერთადაა ——-დიაბეტი, დიზბაქტერიოზი, ვენების და სისხლძარღვების დაზიანება, პარაზიტებით და მიკრობებით დაბინძურებული ლიმფა და სისხლია, ძვლის და სახრის პრობლემაა, კუჭ-ნაწლავის დაზიანებაა, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებაა ,ჩიყვია———- ბუნებრივია , ამ დროს იმუნიტეტი უკიდურესად დაკნინებულია, თუ საერთოდ არსებობს. ამ დროს აპოპტოზის უნარიც მინიმალურია და ადამიანს ნებისმიერი გართულებიდან გამოსვლა უჭირს. მაგრამ, უჯრედებზე და იმუნურ მექანიზმებზე გათვლილი მკურნალობით, ყოველთვის შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის გაუ მჯობესება.კერძოდ, ტე უჯრედების გამოცოცხლება და გააქტიურება. ამიტომ, ექიმის მიერ დასახულ იმუნურ სტრატეგიებს და მექანიზმებზე გათვლილ მკურნალობას, უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა ასეთ მკურნალობას, ასეთი მდგომარეობის დროს შედეგში დააგვიანდება. ქრონიკული დაავადება , თან რამდენიმე ერთად, ადამიანის ნგრევაა. ეს ხომ ცისტიტი არ არის, რომელიც ქვაზე ჩამოჯდომისას აგეკიდა და წესით 5 დღეში უნ და მორჩეს. მაგრამ,ექიმისგან ყოველი სწორი ნაბიჯი ,ახალი სიცოცხლის დღეების და წლების შემქნელია.
ყველა დაავადების დროს, გაციებიდან დაწყებული კიბოს ჩათვლით, ადამიანის ორგანიზმში აპოპტოზის მცდელობა მიდის. ფოთლების ცვენა ეს მცენარეთა აპოპტოზია. აპოპტოზის მთავარი მიზანია———1–იმ დაზიანებული უჯრედების სიკვდილი, რომლებშიც სამყაროდან ჩადებული გენეტიკური ბალანსი, სიცოცხლის გზას აცდა და სიკვდილის პროგრამა აირჩია. 2-იმ იმუნური უჯრედების სიკვდილი, რომლებიც საკუთარ უჯრედებს კლავენ. ავტოიმუნური დაავადებების დროს , მაგალითად ავტოიმუნური თირეოდიტის, რომელიც დღეს უამრავს აქვს; ასევე სხვა ავტოიმუნური დაავადებების, მაგალითად მგლურა, პერიარტერიტი , რევმატიული ართრიტის და კიდევ უამრავი ასეთის დრო ს ,ადამიანის სიცოცხლე მთლიანდაა დამოკიდებული იმაზე, თუ მოაზროვნე ექიმი, როგორ შექმნის ამ პაციენტში იმუნური რეაქციების გაჯანსაღებით———აპოპტოზის უნარს. წამლის დანიშვნა კი არ არის მთავარი, უმთავრესია რას დანიშნავ და რა მიზანი ექნება ამ მედიკამეტს. დღევანდელი მედიცინის მსოფლიო ექსპერტები, ადამიანების ჯანმრთელობების მკვერთ გაუარესებაში, სწორედ არასწორად დანიშნულ მედიკამენტებზე მიუთითებენ. ჩივილის მიჩქმალვა ძალიან მარტივია ექიმის მიერ და პაციენტიც უფრო კმაყოფილია. ეს ნებისმიერი რანგის ექიმს შეუძლია. ვინც სწორად და სასიცოცხლოდ მკურნალობს, სწორედ იმ ექიმებს მიუღიათ მეტი საყვედური და გულისტკენა, როცა პაციენტი მათ სწორ მიზანს და ქმედებებს ვერ იაზრებს, რომლის განხორციელებას მეტი დრო სჭირდება. დამპალი უჯრედების არეალის გაცოცხლებას მეტი დრო სჭირდება. 3——-აპოპტოზის მიზანია ასევე , ჩანასახის ტვინში პათოლოგიური ნერვული უჯრედების მოსპობა. თუ ბავშვს დედის მწირი იმუნიტეტი გადაეცემა ან ორსულობა დარღვევებით წარიმართება არასასურველ გარემოსა და ცუდი მოვლის პირობებში, ნაყოფში აპოპტოზი სრულფასოვნად ვერ განხორციელდება და ბავშვი ნევროლოგიური პრობლემებით დაიბადება. ნებისმიერრი ნევროლოგიური და სხვა პრობლემით დაბადებული ბავშვი არასრულფასოვნად განხორციელებული აპოპტოზის შედეგია. პრობლემურ ბავშვებზე და ზრდასრულებზეც მარტო ანტიბიოტიკი და სხვა, მოცემულ პრობლემაზე მოქმედი მედიკამენტები კი არ უნდა იყოს პირველი რიგის სამკურნალო საშუალება, არამედ იმუნური რეაქციების სრულფასოვნების შექმნა.თუნდაც ფლორაზე მორგებული ანტიბიოტიკი, შედეგს ვერ აღწევს , იმუნური დისბალანსის ფონზე. ამიტომ პარალელურად, იმუნური ფაქტორების ფონი უნდა ამაღლდეს. ადრე სტატიაში დეტალურად ავღწერე, როგორ სწრაფად ხდება, მაგალითად, საშვილოსნოს მიკრობული ანთების გაწოვა იმუნური სიმწიფის ამაღლების ფონზე. დაბალი იმუნიტეტის ფონზე კი, ხანგრძლივად დანიშნული ვაგინალური სანთლები მხოლოდ უმწეობაა და ხან იუმორშიც გადადის. .თუნდაც ეს მაგალითი, განვითარებული მედიცინის მეცნიერების საოცარი მოვლენაა, როცა იმუნიტეტის ამაღლების ფონზე , ლიმფა როგორ ათავისუფლებს საშვილოსნოს,მიკრობებისგან ძალიან მოკლე ვადაში.
აპოპტოზური გენის საბრძოლო იარაღი ადამიანის გადასარჩენად, არის ლიმფოციტების და ლეიკოციტების დარტყმა არჩეულ უჯრედებზე. ასევე ციტოპლაზმური ცილის ———–fada—ს ძლიერ გააქტიურება , რომელმაც უნდა მოახდინოს——პროკასპაზა 8-ის ———კასპაზა 8ა დ გადაქცევა. კასპაზა 8ის გარეშე ცილების შექმნა ვერ ხდება. ის ფიზიოლოგიური ,ათასობით რეაქციიის ხერხემალია, რომლის ფონზე ხდება ცილების სინთეზი. პარალელურად, ამ დროს საკომპენსაციოდ უამრავი რეაქცია მიმდინარებს. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგალითად, თავკომბალას კუდი რომ ძვრება, უჯრედის მანიშნებელი სიგნალი, ამ დროს არის—თიროიდული ჰორმონის მომატება. ადამიანის ორგანიზმში ბევრად უფრო გასაოცარი ბალანსებია ჩადებული. არაფერი შემთხვევით არ ხდება. თუ ექიმი მექანიზმების მცოდნეა, მას ერთი , თითქოს პატარა ჩივილით შეუძლია რამდენიმე პრობლემის გააზრება. თუ იმუნურ მექანიზმების გამოთვლაზე არ არის აქცენტი, მაშინ რადიოლოგიური მონაცემების სრული აღქმაც ვერ ხდება, რომლებიც სასწაულ ფაქტებზე გესაუბრებიან და სრულად მიგანიშნებენ ადამიანის ფიზიოლოგიის ყველა კუთხეს. მედიცინის ყველა დეტალი ინტერნეტშიცაა განთავსებულიდა ის ნებისმიერი რანგის ადამიანს შეუძლია იხილოს. მაგრამ, მედიცინის მეცნიერებაში მარტო ცოდნა საკმარისი არ არის, მთავარია დანახვა, აღქმა და შეგრძნება, რაც წყვეტს პრობლემას. ვერცერთ დაავადებას ვერ დაინახავ და სწორად ვერ უმკურნალებ, გაციებასაც კი, თუ პაციენტის იმუნური სტატუსის აღქმა და გაანალიზება არ შეგიძლია.
აპოპტოზის უნარს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქიმიოთერაპიის დროს. იმუნური ტაქტებით გათვლილი, შეზღუდული რაოდენობის ქიმიოთერაპია, ადამიანის სიცოცხლის გარანტი შეიძლება დარჩეს. აქ ვითარება იუველირული სიზუსტით უნდა განისაზღვროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ეს მანიპულაცია ხდება ადამიანის დაჩქარებული სიკვდილის მიზეზი. თქვენ ბევრი მაგალითი იცით, სრულიად ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც მოულოდნელად აღმოუჩინეს სიმსივნე, პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ მოკვდა. იმიტომ ,რომ აპოპტოზის უნარი არ ჰქონდა და ვერ გაუძლო. არავინ მოიფიქრა აპოპტოზის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მითუმეტეს, ეს მეტად ხდება ,თუ ადამიანებს ანემია აქვთ. უამრავჯერ გამიმეორებია და წინა აბზაცებშიც ციტოკინებთან კონტექსტში ვთქვი კრიტიკული წინადადებები , იმ გაუაზრებელი და უგონო მიდგომების შესახებ, როცა 66 ჰემოგლობინზე ღიმილით ეუბნებიან , რომ ეს არაფერია და ამ დროს 54 ზე განგაშია და ვენის ან კუნთის მედიკამენტი ინიშნება. 66დან 54მდე ეწოდება ანემიის პირველი ხაზი. ამ ორივე ციფრზე ერთნაირად ზიანდება ორგანიზმი და ზუსტად ერთნაირი იმუნური მსხვრევა მიდის. მედიცინის მექანიზმების უცოდინარობაა, როცა 66 ჰემოგლობინზე დანერგილი შაბლონი ისევ გრძელდება ————ანუ ეუბნება ამ სიტყვებს—– ჩვენს პირობებში ეს კარგი ჰემოგლობინია. არცერთ პირობებში არ არის ეს კარგი ჰემოგლობინი და ამ დროს, სისხლის სისტემას დახმარება სჭირდება. ამიტომ კვდება და არის დაავადებული ჩვენს პირობებში ბევრი ადამიანი. სისხლის მდგომარეობა არის ადამიანის ჯანმრთელობის შესაფასებელი სავიზიტო ბარათი. სისხლი იბრძვის ადამიანის გადასარჩენად. ნებისმიერი ორგანო იმდენად გადარჩება და გაჯანსაღდება, რამდენად სუფთა , ჟანგბადით და საკვებით სავსე სისხლი მიედინება მასთან. ანემიური სისხლი აპოპტოზს ვერ განახორციელებს და ქიმიოთერაპიას ვერ გაუძლებს. სისხლის მცირე პრობლემაც კი, ღვიძლის უამრავი ფუნქციის შეჩერებას ან გაუკუღმართებას იწვევს. ნებისმიერი ანემიის დროს, ღვიძლი დიდი პრობლემის წინაშეა. ქიმიოთერაპიის დროს, აპოპტოზის საშუალო დონის უნარი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქიმიოთერაპია ხელოვნურად გამოწვეული აპოპტოზია. ის უშედეგო და პირიქით დამზიანებელი იქნება, თუ იმუნური რეაქციების მთავარი კომპონენტები არ არინ ან მათი ფუნქციები მკვეთრად შემცირებულია. ანემია, ჟანგბადის მიმოქცევის დამბლაა. ანემიის პირობებში აპოპტოზის უნარი პარალიზებულია. ქიმიოთერაპიას სხვა უკუჩვენებები ბევრი აქვს . მათ შორის ანემია , უპირველესია. ევროპული ქვეყნების საუკეთესო კლინიკებში, არასოდეს გაკეთდება ქიმიოთერაპია დაბალი აპოპტოზის პირობებში.
სიმსივნური, კიბოს უჯრედების დამახასიათებელია——-ისინი დაჩქარებულად ქმნიან პათოლოგიურ ცილებს, რომლებიც———— ლიმფოციტებს და ლეიკოციტებს გამალებით ჩეხავენ; აბრკოლებენ აპოპტოზის უნარს. ასევე ,აპოპტოზის უნარს ადამბლავებს და ბოლომდე ზღუდავს, მუტაცია პე 53 ის ბლოკირება .ამ დროს აპოპტოზი ვერ ხორციელდება, სიმსივნური უჯრედები კი იზრდებიან. ეს მექანიზმი ყველაზე ხშირია და ყოველთვისაა, სიმსივნეების პათოლოგიურად პროგრესული ფორმების დროს. ყველა სიმსივნე რადიოლოგიურად არ ჩანს. თუ ექიმი იმუნიტეტს იმუნური თვალსაწიერით კითხულობს, ის ხედავს სიმსივნის კვალს და უჯრედულ დონეზე ქმნის მკურნალობის სტრატეგიებს. ადამიანს როცა პოლისემანტიკური პრობლემები აქვს, სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანებით გამოხატული, იქ ზედაპირული მკურნალობა დამღუპველია .სიმსივნეც რომ არ იყოს, ნებისმიერი დაავადების დროს, როცა აპოპტოზის პროგრამა ვერ აღწევს დაზიანებულ უჯრედში დეენემადე, პათოლოგია თანდათან ძლიერდება. ლიმფოციტები და ლეიკოციტები კვდებიან. ამიტომ არის დაბალი ლეიკოციტოზი საგანგაშო. ამაზე მეტი მინიშნება რა უნდა მისცეს ტვინმა, დახმარების საჭიროების დაჩქარების შესახებ, როცა ლეიკოციტები 6 ს ქვევით ჩავარდება. ეს იმუნური დაცემის მკვეთრი სიგნალია. აპოპტოზის დროს მავნე უჯრედები რომ დაიშლება პატარა სხეულაკებად, რომლებიც მემებრანებითაა შემოფარგლული, მათი პათოლოგური არეებიდან გამოძევება და ორგანიზმის მათგან გაწმენდაც ფაგოციტოზით ხდება. ანუ ლეიკოციტების მთავარი უნარით. ანუ ამასაც ლეიკოციტები აკეთებენ .ამ სხეულაკების მემბრანებსაც, სწორი იმუნური რეაქციები და აპოპტოზის უნარი ქმნის, რომ დაშლილი სიმსივნური უჯრედები ან ბაქტერიები ან სოკოები უკლებრივ გაიხვეტოს და ნაწილები არ დატოვონ. მაგრამ, თუ ლეიკოციტები მცირეა, მათი ფაგოციტოზი შეზღუდულია და შესაბამისად , ორგანიზმებს აპოპტოზის სრული უნარი არა ა ქვთ. ამიტომ, ამ ნაწილაკების მემბრანები გზადაგზა იშლებიან და ისინი თავისი პათოლოგიური, ჯანმრთელობის გამანადგურებელი მექანიზმებით, სხვა ახალ, აქამდე დაუზიანებელ უჯრედებში აღმოჩნდებიან და იმათ დაზიანებას დაიწყებენ. დაბალი ლეიკოციტის დროს, დიდ იმუნურ სასიცოცხლო პრობლემაზე ამიტომ ვამახვილებ ხშირად ყურადღებას .აპოპტოზის უნარის კონტროლი, ექიმისგან ადამიანის სასიცოცხლო პირობაა. ნებისმიერი დაავადების დროს, ორ ვეგანურ მედიკამენტად, ყოველთვის ვნიშნავ იმ ნივთიერებებს, რომლებიც აპოპტოზის განმტკიცებაზე მუშაობენ.
ამ ეტაპზე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. რადგან ,კოვიდის დამახასიათებელი იყო, იმუნიტეტის დეგრადირება და იმუნური კომპლექსების დაშლა. ამიტომ მოხდა კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანებში, იმ დაავადებების და სიმპტომების სამზეოზე გამოტანა ,რომლებიც მათში კოდირებული იყო , მაგრამ , ათეული წლების შემდეგ გამოიხატებოდნენ. რადგან, დეგრადირებულმა იმუნიტეტმა სასიცოცხლო პროგრამები შეზღუდა.თუ უნდა ეცოცხლა ადამიანს გარკვეული წლები, კოვიდის გადატანის შემდეგ, ბევრად ნაკლებს იცოცხლებს. მაგრამ, ამის აღდგენა და ძველი სასიცოცხლო პროგრამის დაბრუნება და კიდევ უფრო გაუმჯიბესება, გონიერი ექიმების ხელში ნამდვილად შესაძლებელია. ამიტომ, ქრონიკული პროცესებისას, დღეს, მოაზროვნე ექიმისთვის მთავარი მიზანია იმუნური პარამეტრების ჯანსაღად ამუშავება და სრულფასოვანი იმუნიტეტის შექმნაზე მუშაობა .კერძოდ, აპოპტოზის უნარის გაძლიერება. სხვა შემთხვევაში ფანტომური, იმიტაციური მკურნალობის ტიპი იქნება და და ფანტომური შედეგიც მიიღება. აპოპტოზის უნარის შექმნა და გაცხოველება, თანამედროვე კლასიკური მედიცინისთვის ცნობილი და ფორმულირებულია. ამიტომ ძველი მიდგომით, ფილტვის ან თირკმლის ან ღვიძლის ექიმი კი არ უნდა იყოს პრიორიტეტული და აზროვნება ციკლურად შემოფარგლული, არამედ ორგანიზმი მთლიანობაში უნდა გავიაზროთ. რადგან, სიცოცხლე მხოლოდ, იმუნური კომპლესების გაჯანსაღებიდან იწყება. ამაში კი , ცხოვრების რეჟიმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით კი ნატურალურ კვებას. რამდენ ლუკმა ხელოვნურ საკვებს შეჭამთ, იმდენად კარგავთ აპოპტოზის უნარს . სამყაროდან ჩადებულ , ადამიანის სიცოცხლის პროგრამას უპირისპირდება ხელოვნური იმუნური კომპლექსები, რითაც ჩვენი მედიცინა ბოლო წლებში განსაკუთრებით დაკავებულია. ზუსტად ვიცით ამ ხელოვნური იმუნური კომპლექსების მექანიზმები. მაგრამ, მათ ნაკლებ სიცოცხლისუნარიანობას ყოველდღე გვიჩვენებს პროქტიკული მაგალითები. სამყაროდან ჩადებული სიცოცხლის პროგრამები ვერ ჰგუობენ ხელოვნურად შექმნილ სამკურნალო მექანიზმებს. ძველთაგანვე რამდენი ცხოვრებისეული მაგალითის შესახებ გსმენიათ. როცა მედიცინამ ხელი ჩაიქნია. ადამიანი მწყემსებთან წავიდა ბოლო დღეების გასატარებლად და ნატურალური ცხოვრების სტილმა და ბუნებრივმა კვებამ სრულიად გააჯანსაღა საბოლოოდ. იმუნიტეტის გაძლიერების მთავარი პირობა და საფუძველი, მხოლოდ, ჯანსაღი გარემო, სუფთა წყალი და ნატურალური კვებაა. მხოლოდ ამ ფონზე იქმნება სასიცოცხლო იმუნური კომპლექსები. ბარნით და ხელოვნური რძით გაზრდილ ბავშვებს ვერ ექნებათ სრულფასოვანი იმუნიტეტი. ყოველი ლუკმა ხელოვნური საკვების ,ამინომჟავების გრაფიკულ ფორმულებს ნგრევას უწყებს. მათ სრულფასოვნებაზე დგას ადამიანის სიცოცხლე. კარგ საწარმოშიც რომ იყოს შექმნილი, ბურგერები და ამ სიტილის საკვები, ნუტრიციულად დამტკიცებულია, ისინი გულის და სხვა ორგანოების გადაგვარებას იწვევენ. სტილად არ უნდა გაიხადოთ არაჯანსაღი კვება, თორემ ხან მრავალფეროვნება არ იკრძალება. ოჯახში უდიდესი ყურადღება მიაქციეთ, დაჟანგებულ ნივთებს. განსაკუთრებით სამზარეულოში. ერთი და იმავე ნივთის ყიდვისას ,ღარიბი იხდის ,მაგალითად, სამ ლარს , იმავე კარგი ხარისხის მასალაში კი მდიდარი 45 ლარს. არასამართლიანი ცხოვრების პირობებში ,უფულო ადამიანების უფრო დიდი რიცხვი ავადდება. რადგან, დაბალი ხარისხის მეტალი ჟანგს იდებს და მისი მოხმარება ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ჭარბად შემოდინებას ორგანიზმში. ისინი კი კიბოს ფონს ქმნიან. ამიტომ, არ გააჩეროთ დაჟანგული ნივთები სამზარეულოში. ეს ეხება უფრო კულინარიაში გამოყენებულ ნივთებს. გახეხეთ და გააპრიალეთ, რომ ჟანგის მასას არ შეიცავდნენ. ისინი თქვენს ორგანოებს გამოუსწორებლად აზიანებენ. ხელის შეხებაც არ არის საჭირო, ინჰალაციურად ისე წამლავენ ორგანიზმებს. ხოლო გამოყენებისას ,მითუმეტეს. ნუ გამოიყენებთ ქვაბს ან კოვზს, რომლესაც ჟანგის თუნდაც ერთი წერტილი აქვს. სიცოცხლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს , რა ხარისხის ნივთებს იყენებ სადილის მომზადებისას. ხოლო რას ჭამ და რამდენს, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს , როგორც რეტროსპექტიულად ისე სწრაფადაც განსაზღვრავს. ნებისმიერი ორგანოს დაავადების გამწვავება, პირდაპირ არის დამოკიდებული კვების ტიპზე. ხოლო უეცარი სიკვდილების , ყველაზე მეტად დაჩქარება ,დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეჭამა იმ დღეს ადამიანმა და რამდენი. რადგან, უეცარი სიკვდილის წინა მომენტებში განვითრებულ გულ-სისხლძარღვთა სისტემის შეგუბებას, გაწოვისთვის და ადამიანის გადარჩენისთვის, ყველაზე მეტად აბრკოლებს და შეუქცევადს ხდის ის ფაქტორი, რომ იმ მომენტში პანკრეასისა და საერთოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები ,უკიდურესად შემცირებულია ან სრულიად დაბლოკილი. უფრო მეტ სასიცოცხლო ხარისხში, შაკიკის შეტევის დროსაც, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი მექანიზმი.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share