მიხეილ სააკაშვილს კოვიდ-ტესტირება ჩაუტარდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კოვიდ-ტესტი აუღეს. ადვოკატის თქმით, ექიმებმა ტესტის აღება საჭიროდ ჩათვალეს, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ გარკვეული სიმპტომები აღენიშნება.

რაც შეეხება მის ზოგად მდგომარეობას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება.

“ამჟამად ვიცი, რომ გაკეთებული აქვს კოვიდ-ტესტი და ექიმი ელოდებოდა პასუხს. გვაქვს იმედი, რომ იქნება უარყოფითი… რაღაც გარკვეული სიმპტომატიკა ალბათ ჰქონდა, რადგან ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ამ ტესტის ჩატარება. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ან გაუმჯობესებისკენ ან გაუარესებისკენ არ შეინიშნება. ის არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში. კვლავაც უჩივის საერთო სისუსტეს და კვლავაც მასთან კომუნიკაცია არის გართულებული”, – ამბობს შოთა თუთბერიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share