ჟურნალისტი, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებზე წერს და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“მეგი გოგიტიძეზეც მოსულა გაბრაზება, ნაზღაიძეზეც გულის რევა, მშიერ ფოტოგრაფზე და პერსონალის გარეშე დარჩენილ რესტორნებზეც ქილიკი. ვისაც ეს ებანალურება და მხოლოდ მაღალი მატერიებით კავდება შედით ბატონო ანალიზში, ვინ რა წერილს ვისთვის რატომ წერს. ფასებზე წუწუნიც და მემარცხენეებისგან მემარჯვენეების მიჩექმვასაც გაგებით ვეკიდები და არასდროს დამიწერია აქ – რა დროს ესაა, ნეტაი თქვენთქო.
თუ გინდათ სულ ფისოები და ლაუნჯიდან სელფები აშეარეთ, მაგრამ თუ აქ ემიგრირებულ რუსებზე პოსტები გაღიზიანებთ და ვერ ხვდებით ვინც წუხს რატომ წუხს, რა ადარდებს, რაზე შფოთავს, ქუჩაში მათ ნამღერს რატომ ვაპროტესტებთ ხალხი, სახინკლეში რუსული მენიუ და ტაქსისტების ლაქუცი რატომ გვაღიზიანებს – ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ კრიტიკისგან.
ჯერ 1-2 დღე რუსთაველზე გაატარეთ, დილიდან დაღამებამდე, კაფეში შედით, მოლის მაღაზიებში, გასახდელის რიგში დადექით, ავტობუსით იმგზავრეთ, სკვერში ჩამოჯექით.
შეიძლება გაგიჟდე! გააფრინო! ვისაც არ გინახავთ ვერ მიხვდებით მასშტაბებს და განწყობას. ზეპირად ნუ მსჯელობთ, ჯერ ნახეთ, მერე ეგებ მიხვდეთ რამეს.
სადაა ჩემი საქართველო, რომელიც ვენებდაბერილი ბღაოდა ხუთმა ირანელმა მიწა როცა აიღო იჯარით, აქ ბოსტანი არ გააშენონო, ათასმა ჩინელმა ავტობანის მშენებლობაზე არ იმუშაოს და 500 ინდოელი სტუდენტი სამედიცინოზე რატომ სწავლობსო?! სად ხართ, სად? გამოეთრიეთ გარეთ!” – წერს ჟვანია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: