ოფიციალურად – ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წელს მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტი აპირებს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია მიზანმიმართულ ძალისხმევას მიმართავს ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად. ამასთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა აღნიშნა თეთრი სახლისა და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის ძალისხმევა ნავთობის გლობალური ფასების შესამცირებლად. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ელექტრონული ჩიპების წარმოების სტიმულირების შესახებ კანონის მიღებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აშშ-ს წარმოების დამოკიდებულებას ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩიპების მიწოდებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share