ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ვიზიტის გამო, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს “საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის ყველაზე დიდი გამანადგურებელი” უწოდა.
ამასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა და პელოსი სამხრეთ კორეაში “წინააღმდეგობის ატმოსფეროს გაღვივებაში” დაადანაშაულა. მისივე თქმით, პელოსის ვიზიტი სამხრეთ კორეაში აჩვენებს ბაიდენის ადმინისტრაციის “მტრულ პოლიტიკას” ჩრდილოეთ კორეის მიმართ.
“მისთვის [პელოსისთვის] საბედისწერო შეცდომა იქნებოდა ეფიქრა, რომ მისი ვიზიტი კორეის ნახევარკუნძულზე დაუსჯელი დარჩებოდა. აშშ-ის მოუწევს შესაბამისი პასუხი აგოს ყველა უბედურების წყაროსთვის, რომელიც მის მიერ წარმოიშვა, სადაც არ უნდა წავიდეს”, – თქვა მან.
პელოსი სამხრეთ კორეაში ტაივანში ვიზიტის შემდეგ იმყოფებოდა. ვიზიტისას პელოსიმ ჩრდილოეთ კორეასთან სასაზღვრო ტერიტორია მოინახულა და სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან კიმ ჯინ პიოსთან ჩრდილოეთის ბირთვული პროგრამა განიხილა. კიმის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ თავიანთ მთავრობებს დენუკლეარიზაციისა და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისკენ სწრაფვაში, რომელიც ეფუძნება ჩრდილოეთის წინააღმდეგ ძლიერ, გაფართოებულ შეკავებას და დიპლომატიას.