რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ საქართველო საკუთარი კომფორტის ზონად გადააქციონ, საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყნის ინტერესების დაცვას არც კი ცდილობს.
იმის მაგივრად, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესონ, ოცნების ლიდერები ყველა იმ ადამიანს ლანძღავენ, ვინც ფიქრობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა საქართველოში საფრთხის შემცველია.
მმართველი პარტიის მიერ დასპონსორებულ ფეისბუქ გვერდებზე, სახალხო დამცველისა და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დისკრედიტაციის აქტიური კამპანიაა დაწყებული.
“ქართული ოცნებას” კი ოკუპანტ ქვეყანაში ტაშს უკრავენ და პუტინის მედიები პრორუსული განცხადებებისთვის ლიდერებს მადლობას უხდიან.
მთავარი არხი