სწავლა ოკუპანტის ენაზე და მოსკოვის სკოლის პროგრამით – საქართველოში რუსები გრძელვადიანი ცხოვრებისთვის პირობებს იქმნიან

საქართველში ჩამოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები გრძელვადიანი და კომფორტული ცხოვრებისთვის პირობებს იქმნიან. თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, რუსული სკოლა გაიხსნა.  “სქულ ქლაბში:” სწავლა ოკუპანტის ენაზე და მოსკოვის სკოლის პროგრამით მიმდინარეობს.

რუსებისთვის კომფორტის შესაქმნელად, მხოლოდ სკოლები არ იხსნება. საქართველოს ყველა დიდ ქალაქში კაფე-ბარებისა და რესტორნების ნაწილში ქართულად აღარავინ საუბრობს, იქ მისულ სტუმრებს მხოლოდ ოკუპანტის ენაზე ემსახურებიან.

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ რუსებს კი უხერხულობას უქმნის კითხვა – არის თუ არა საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებული.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share