ეგვიპტის ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 45 ადამიანი.
ელექტრომოწყობილობის გაუმართაობით გამოწვეული ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც აბუ სიფინის ეკლესიაში 5 000-მდე მლოცველი იყო შეკრებილი. ხანძარს ეკლესიაში ჭყლეტა მოჰყვა.