საჩუქრები ფრონტის წინა ხაზზე მყოფი 26-ე ბრიგადისთვის. ბუბა კიკაბიძის საიუბილო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად უკრაინის დასახმარებლად დაიხარჯა.
მიკროავტობუსი და საჭირო სურსათი ომში მყოფ ქვეყანაში უკვე გაიგზავნა. საქველმოქმედო საღამო, რომელიც სცენის ლეგენდამ უკრაინის მხარდასაჭერად გამართა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბუბა კიკაბიძემ მადლობა არამხოლოდ უკრაინის რადას დეპუტატებისგან არამედ, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მებრძოლებისგანაც მიიღო.