ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამოუკიდებელ, საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან

მცირე ჰიდროელექტროსადგური არ იწვევს მავნე სათბური აირების გაფრქვევას ოპერირების პერიოდში და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში

ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამოუკიდებელ, საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან

ბახვი ჰესის პროექტის, კერძოდ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის კუმულაციური კვლევის შედეგებზე,  მდინარე ბახვისწყლის ხეობაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის თანაარსებობაზე, თევზსავალზე და მისი მუშაობის პრინციპზე, მის, როგორც საერთაშორისო, დამოუკიდებელი, ექსპერტის პროექტში ჩართულობასა და ჰიდროელექტროსადგურზე, როგორც სათბური გაზების შემცირების  მექანიზმზე ისაუბრა ბახვი ჰესის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით, პიერ ბიდერმანმა. პიერ ბიდერმანი ფრანგული საკონსულტაციო   კომპანიის Alpage SARL დამფუძნებელია. მისი კომპანია, კონსულტაციას უწევს პროექტების განმახორციელებლებს მსოფლიოს მასშტაბით და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების სწორედ წარმართვაში ეხმარება მათ. ის ასევე, მრავალი წლის მანძილზე იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  მრჩეველი და ასოცირებული დირექტორი.

გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ინტერვიუ.

აქვე გთავაზობთ ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას

როგორი იყო კუმულაციური კვლევის შედეგები ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის?

  • ჩვენ ჩავატარეთ კუმულაციური ზემოქმედების კვლევა მდინარე ბახვისწყლის ხეობაში როგორც ბახვი 1, ასევე, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის. კვლევის მიზანი იყო გვენახა, თუ რა დამატებითი ზეგავლენა შეიძლებოდა გამოეწვია მოცემულ პროექტებს სხვა მიმდინარე ან დაგეგმილ  ინიციატივებთან მიმართებაში. კვლევის შედეგად დადგინა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ასპექტი იქნება  სხვადასხვა პროექტს შორის კოორდინაცია. თუ, კოორდინაციით, შეთანხმებული პოლიტიკით და ერთიანი სტანდარტით მოხდა გარემოსდაცვითი საკითხების მართვა,  მაშინ  შესაძლო ზეგავლენა მინიმუმამდე შემცირდება.

შესაძლებელია ერთ მდინარეზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის განთავსება? 

  • ერთ მდინარეზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის განთავსება მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, თუმცა, უმნიშვნელოვანესია მათ იმუშაონ კოორდინირებულად. თითოეული პროექტის მიზანი უნდა იყოს წყლის ბიომრავალფეროვნების და მდინარის სწორი მართვა, იმისათვის, რათა კუმულაციური ზემოქმედება მდინარეზე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.  მდინარე ბახვისწყლის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთი სახეობის თევზი, ნაკადულის კალმახი ბინადრობს. სწორედ კალმახისათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება იქნება მოცემული პროექტების უმთავრესი საზრუნავი.  თუკი, ბახვი 1 , ბახვი 2 და ბახვი 3 ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკით იქნება მართული,  ერთიანი სტანდარტები გატარდება და ერთი კომპანია აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას, გაცილებით მარტივი და ეფექტიანი იქნება ბიომრავალფეროვნების დაცვა და გაფრთხილება. რაც გამოიხატება შეთანხმებული შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით.

გთხოვთ, მოგვიყვეთ თევზსავალსა და მისი მუშაობის პრინციპზე

  • სამ ჰიდროელექტროსადგურს სამი თევზსავალი უნდა ჰქონდეს, მთავარია, ის, რომ თითოეულმა იმუშაოს გამართულად და სამივე სათავე ნაგებობაზე მოხდეს თევზის გატარება.  თუკი, ერთი მონაკვეთი გაიჭედება, მაგალითად, არ მოხდება საკმარისი წყლის გატარება, მდინარე ჩაიხერგება ლოდებით ან ხეებით, მაშინ აზრს კარგავს დანარჩენი ორის გამართულად მუშაობა. ამ შემთხვევაში, მოცემული საკითხი უკვე პრობლემად იქცევა, რომელიც აისახება ბიომრავალფეროვნებაზე. ამიტომაა საჭირო კოორდინაცია, ერთიანი პოლიტიკა და მართვის სტანდარტი. სწორედ ამიტომ მუშაობენ ჰიდროელექტროსადგურებზე გარემოს დაცვის მენეჯერები, მათი პირდაპირი მოვალეობაა სტანდარტების დაცვა და თევზსავალის მუშაობის მონიტორინგი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მდინარის კალაპოტის მართვა, საკმარისი წყლის ხარჯის გატარება. სწორედ, ამ პრინციპების დაცვა უზრუნველყოფს წყლის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

როგორი იქნება თქვენი ჩართულობა მიმდინარე პროექტებში სამომავლოდ?

  • მე ჩართული ვიყავი ბახვი 3-ის პროექტის გარემოსდაცვითი გეგმის შემუშავებაში და ასევე, აქტიურად ვარ და ვიქნები ჩართული ბახვი 1 და 2-ის პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებების ჩამოყალიბებაში რათა, უზრუნველვყოთ IFC სტანდარტების დაცვა და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, დიდ ყურადღებას დავუთმობ იმას, რომ ბახვისწყალზე არსებული ყველა პროექტი იყენებდეს ერთობლივ მიდგომას გარემოსდაცვითი საკითხების მართვაში.

ჰიდროელექტროსადგური, როგორც სათბურის გაზების შემცირების მექანიზმი

  • მცირე ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მწვანე ენერგიის წყაროა, რადგან ის არ აფრქვევს საზიანო, ეგრედწოდებულ, სათბურ აირებს ატმოსფეროში, რაც, კლიმატის ცვლილებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.  ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება, არის სათბური აირების გამოყოფის შემცირების ერთ-ერთი გზა.  ჩვენ გავაკეთეთ კალკულაცია და გამოვიანგარიშეთ, თუ რა იქნებოდა ნახშირორჟანგის  გაფრქვევის მაჩვენებელი, თუკი ჰიდროელექტროსადგურის ნაცვლად იგივე ზომის თბოელექტროსადგურით მივიღებდით ელექტროენერგიას.
  • ბახვი 1-ის შემთხვევაში, გარემოში 18 ათას ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის აცილება ხდება წელიწადში. რაც, 8 ათასი ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილ ნახშირორჟანგის რაოდენობას უტოლდება.
  • ბახვი 2-ის შემთხევაში, კი უფრო მეტის, 55 ათასი ტონა სათბური აირების გაფრქვევის აცილება ხდება. ეს კი 24 ათასი ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილი  ემისიების რაოდენობას უტოლდება.

სწორედ, ეს არის სარგებელი მცირე ჰიდროელექტროსადგურისა. ის არ იწვევს მავნე სათბური აირების გაფრქვევას და შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში.

ვფიქრობ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ბევრი დადებითი აქვს საქართველოში.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის პარიზის საერთაშორისო შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც 150 ზე მეტი ქვეყანა შეთანხმდა, ეტაპობრივად გადავიდეს განახლებადი ენერგიების წარმოებაზე რაც, ავტომატურად გულისხმობს  ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების  გაფრქვევის კვალის შემცირებას და ამით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას. ასევე, განახლებადი წყაროების სიმრავლე თავისთავად გულისხმობს, საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას მეზობელ ქვეყნებზე, ელექტროენერგიის იმპორტის კონტექსტში.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share