ბოტანიკოსი, ზურა შევარდნაძე მთიანი აჭარიდან საინტერესო ამბავს ავრცელებს.
„მამაჩემი ხის უსტა იყო, ოცდაათი სახლი ექნება დადგმული ღორჯუმში. ყველაი დიდვანები, ლამაზები. ხარით მოტანილი მორებით, ხელის ხერხით დახერხილი და დათლილი. მადლიანი ხელობაა. რამდენი გამრავლდა და გეიზარდა ამ სახლებში.
ჩვენ, ქალები, კედლებს ავაჭრელებდით ჩვენი ნაქარგებით. ქმარს, შვილებს ჩემს დაქსოვილ ლამაზ წინდებს რომ დუუწყობდი, ჩეიცვამდნენ, მიხაროდა.
შერგებული ცხოვრება მაქვს.
ახლაც ვქსოვ და თუ დამჭირდა, გავქარგავ კიდეც.
დროს მიყვე, ნა, სხვაფერ წაგიღებს დრო.
ცხოვრება ცხენივითაა, თუ ჯდომა არ იცი, დაგანტროვს, სადოღე ცხენი თლათ მაძრარი არ გეიშობა, არ იქს.
ქარგვა-ქსოვაში თვალები მქონდა გამოღამებული, დევბნიდებოდი ხანჯერ.
ორმოცი წელია, აღარ მიქარგავს, ქსოვით ბევრს ვქსოვ.
ამბვებიაჭარიდან“ – წერს ზურა შევარდნაძე.