მთლიანად საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3% მეტია.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 621 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 370.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 354.3 მლნ აშშ დოლარით (11.4%).
უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
- მსუბუქი ავტომობილები;
- ფეროშენადნობები;
- აზოტოვანი სასუქები;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები;
- სპირტიანი სასმელები;
- ელექტროენერგია;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული;
- მინერალური და მტკნარი წყლები;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.7 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.7% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 718.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 490.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%).
წელს უმსხვილესი 10 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი შემდეგნაირია:
- მსუბუქი ავტომობილები;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული;
- სატელეფონო აპარატები;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან.
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები
- სატვირთო ავტომობილები