თხილის ფასი კიდევ 27%-ით დაეცა

EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, ბოლო კვირაში თხილზე ფასმა 27%-ით იკლო. საგანგაშოა აქ ის ფაქტი, რომ ფასები აქამდეც მინიმალურ ნიშნულზე იყო.

აღსანიშნავია, რომ 1 კილოგრამი ნაჭუჭიანი თხილი 3 ლარი ღირს, რაც 16%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემები. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მოსავლის ფასები ასევე დაბალი იყო, როგორც ჩანს, ეს პრობლემა აქტუალობას წელსაც არ კარგავს.

ისევე, როგორც შარშან, თხილის მწიფობის პერიოდში უხვი ნალექი იყო, რამაც ხარისხზე ნეგატიური გავლენა იქონია. EastFruit-ის ანალიტიკოსების თქმით, დაბალი ფასები დაბალი ხარისხითაა განპირობებული, ფასს დაბლა ასევე გასული წლის მარაგის არსებობა წევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share