”ჩინელი მეზობლები მყავს, მესამე წელია აქ ცხოვრობენ სადღაც ახლოს, სავაჭრო ცენტრში მუშაობენ ალბათ თბილისის ზღვაზე, არვიცი.
ჩვენთან ხშირად მოდიან, ყოველთვის ექვსნი, საღამოობით, კაფეში, ჩაის სვამენ, იცინიან, შეხარიან ერთმანეთს, ჩვენს მიმართაც კეთილგანწყობილები არიან და ერთმანეთის მიმართაც.
ჩვენს მენიუში წერია:
-შავი ჩაი გურიიდან ფინჯანი 3 ლ.
-შავი ჩაი გურიიდან ფინჯანი, სამოთხის ვაშლის მურაბით 5ლ.
დახლზე ასევე იყიდება 600 გრამიანი ქილით სამოთხის ვაშლის მურაბა 8 ლარად, ვინიცობაა ვინმე გადაირიოს და თან წაღება მოინდომოს.
გუშინ საღამოსაც მობრძანდნენ ჩვენი სტუმრები, მოკრძალებული დაბალ ხმაზე სიცილ-კისკისით, ჩვენთვის გაუგებარ ენაზე ერმანეთს შეხუმრებულები, ჩვენც შემოგვიღიმეს და შეუკვეთეს 6 ფინჯანი ჩაი მურაბის გარეშე. მერე ერთერთმა მომცრომ, მთლად წვრილი თვალები რომ აქვს იმან იყიდა ქილით მურაბა, გახსნა, დადგა შუა მაგიდაზე. ამასობაში ჩაიც ადუღდა… შემოუსხდნენ და ბოლომდე ამოჭამეს ქარვასავით ვაშლები, ყუნწებით ქილიდან, მიირთმევდნენ და გაუდიოდათ ჩვეული სიცილ-კისკისი.
გამარჯვებული სახით გადაგვიხადეს მოგვიანებით 18 ლარი და კიდევ უკრო აკისკისებულებმა გამოგვემშვიდობნენ მომავალ შეხვედრამდე..
აქამდე არავის მოუფიქრებია..
რაღაცნაირად საყვარლები არიან ეს ოხრები))))” – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე