“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია, განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია”.
აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ცნობისთვის, ზურაბიშვილმა ამაზე ადრე განაცხადა, „სადმე შესვლისას ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ, ეს არაა ევროპული ცხოვრება“.