ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ინსტაგრამზე“ ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გადაღებული ფოტო გამოქვეყნა. სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა.
ცნობილი გახდა თუ ვინ იზრუნა ამჯერად სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაზე.
როგორც AMBEBI.Ge-ს პრეზიდენტის პრესამსახურში განუცხადეს, პრეზიდენტი ამჯერადაც ქართველმა დიზაინერებმა შემოსეს: სამოსი ეკუთვნის ირაკლი ნასიძეს, ხოლო ქუდი ჯაბა დიასამაიძეს.
ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის მან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.
რაც შეეხება, ჯაბა დიასამიძეს სალომე ზურაბიშვილი მას პირადად იცნობს. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში – ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.
ჯაბამ ერთხელ უკვე იზრუნა ინაუგურაციაზე პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. რაც შეეხება ირაკლი ნასიძეს ის 25 წლის წინ წავიდა საქართველოდან და წლებია პარიზში მოღვაწეობს.