ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი ,,შეჭრა” წარმოადგინა

17-18 სექტემებრს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი ,,შეჭრა” წარმოადგინა.
🔸️ სპექტაკლი ომის მძიმე შედეგებს ასახავდა, დევნილი ქალის ტრაგიკული ისტორია მაყურებელს მის ცხოვრებაზე ესაუბრება, მტკივნეულ გზაზე – სოხუმიდან ბათუმამდე (მსახიობი მარინე ბურდული).
🔸️რაც შეეხება ფილმს, წარმოდგენილი გახლდათ – ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”.
🔸️ფილმის ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დუტა სხირტლაძე, რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი და ჟურნალისტი, მწერალი ბესო ჩუბინიძე ესწრებოდნენ.
🔸️ ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია და ბესო ჩუბინიძის წიგნის ,,ღიმილის ბიჭების” პრეზენტაცია.
🔸️შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ოკუპაციის კუთხე დაათვალიერეს.
🔸️ღონისძიებას ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share