”ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალების 50 წლის თავზე შალვა დადიანი წერდა: ,,გურიის ლაღ ბუნებაში რომ იმყოფებით, თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ირგვლივ ჩამწკრივებული ხუჭუჭა გორაკები. გგონიათ თუ მომცრო ბუჩქნარია გორაკებზე ჩამოგვირისტებული, ეს შორიდან. რომ მიეახლებით, უფრო ხშირად უღრანი ტყეა თავისი იდუმალი ხმაურით, წყაროების ჩქრიალით და მაცოცხლებელი სიხალისით აღსავსე.
ტყეს აქვს თავისი დიდი ცხოვრება.
გურულები ჰგვანან ამ ხუჭუჭა გორაკებს თავის სისხარტით, თავის მოსწრებული სიტყვა-პასუხით, მთელის თავისი სხეულებრივი აღნაგობით. სიცოცხლის სიხალისით აღსავსეა გურულის ბუნება. მუდამ მომხიბლავად ჩქრიალებს ნიჭიერება საქართველოს ამ მკვირცხლი კუთხისა.
გურიას აქვს თავისი დიდი ცხოვრება, ისტორია”.
გურულის ეს პორტრეტი მე დავხატე.” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი ირაკლი მახარაძე.