სადღაც, მესიმპათიურებით კიდეც – წულუკიანი მაჭუტაძეს

„თქვენ მითხარით ისეთი სიტყვები, რომლითაც ძალიან გახარებული ვარ, რომ თქვენ არ ხართ ჩემი მტერი. მე არც მიგულისხმია არასდროს, რომ თქვენ ჩემი მტერი ხართ. რა თქმა უნდა ვარ, ხისტი, „ზონდერიც“, როგორც თქვენმა კოლეგებმა მაკადრეს, რაც გინდათ ის ვარ, მაგრამ გულწრფელი ვარ, მგონი ეს დასაფასებელია. ამიტომ, სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სადღაც თქვენ მე მესიმპათიურებით კიდეც, არამცთუ თქვენს ოპონენტად მივიჩნევ თავს“

მიმართა თეა წულუკიანმა ნიკა მაჭუტაძეს პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share