საქართველოს საზღვართან ამ წუთებშიც რუსეთის მოქალაქეების ექვს კილომეტრიანი რიგია. ყველა ვინც ქვეყნიდან გამორბის საქართველოში შემოსვლას სახმელეთო გზით ცდილობს.
მოქალაქეების ნაწილმა ღამე მანქანებში გაატარა, საზღვარზე კონტროლი გამკაცრებილია, ერთი მოქალაქის საბუთების შემოწმებას მინიმუმ სამ საათს ანდომებენ.
ბოლო 24 საათია ლარსის გამშვები პუნქტი გაზრდილი ნაკადის გამო პარალიზებულია.
რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, საზღვარზე სტანდარტულ კითხვებს დაემატა ახალი მიიღეთ თუ არა გაწვევა კომისარიატიდან, ვისაც ეს საბუთი ჩაბარდა ყველას უკან აბრუნებენ და საქათველოს ტერიტორიის გადამოკვეთის საშუალებას არ აძლევენ. ავტომანქანების 6 კილომეტრიანი რიგის გამო, მოქალაქეები, საზღვრის გადმოკევთას ფეხით ცდილობენ.
რუსეთს მოქალაქეები, ვინც საქართელოში შემოვიდა, კამერასთან საუბარს ერიდება, ეშინიათ, თუმცა პირად საუბროებში არ მალავენ, რომ რუსეთის ტერიტორია პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ დატოვეს და თავს საქართველოში გამოქცევით უშველეს.
თბილისი და ბათუმი, ეს ის ორი ქალაქია, სადაც რუსეთის მოქალაქეების დარჩენას აპირებენ, ნაწილი თურქეთში გადასასველელად ემზადება, ბინის ძებნას კი ტელეგრა ჯგფუებში ლარსიდანვე იწყებენ.
შუამავლებმა, ვინც რუსეთის მოქალაქეებს ემსახურებიან ფასი ბინაზე მინიმუმ ასი დოლარით უკვე გაზარდეს.
tv pirveli