გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა, შეხვედრაში მონაწილეებს სასკოლო სპორტის განვითარებისკენ მიმართული პროგრამები გააცნო.
23-30 სექტემბერს საქართველოში სასკოლო სპორტის კვირეული გაიმართება, ხოლო 30 სექტემბერს, ევროპის სასკოლო სპორტის დღეს, საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023.
შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.