გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პუტინმა გენერლებს ხერსონიდან უკან დახევა აუკრძალა.
როგორც NYT-ს თეთრ სახლში საკუთარმა წყაროებმა განუცხადეს, რუსმა გენერლებმა პუტინს, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენახვის მიზნით, ხერსონის დატოვება და მდინარე დნეპრის გადაღმა ორგანიზებული თავდაცვის ორგანიზება შესთავაზეს.
„თუმცა ასეთი უკან დახევა ომში პუტინის მარცხის კიდევ ერთი სამარცხვინო საჯარო აღიარება იქნებოდა და უკრაინას ერთი თვის განმავლობაში მეორე დიდ გამარჯვებას მოუტანდა. ხერსონი ომის დაწყების შემდეგ რუსების მიერ დაკავებული პირველი მსხვილი ქალაქი იყო და ამ დროისთვის მოსკოვის კონტროლის ქვეშ მყოფ ერთადერთ საოლქო ცენტრად რჩება“, – წერს გამოცემა.