საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი.
ღუდუშაური აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მოსაზრებებს ანგარიშში რაიმე მტკიცებულებები არ ამყარებს.
ღუდუშაურის შეფასებით, „საქართველოს სახალხო დამცველის სახით ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი“.
“სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოგვევლინა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების დამცველად. მას ვეღარ ვუწოდებთ სახალხო დამცველს ანუ ყველას დამცველს. მან ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის და დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით, ვერ შეძლო მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარება. ანგარიში, რომელიც წარმოადგინა, დაცლილია კვალიფიკაციის კუთხით და სავსეა პოლიტიკური ხაზით”, – განაცხადა ღუდუშაურმა.