55 ახალი მანქანა და ავეჯი ხალხის ფულით – სამინისტროები ავტომობილებსა და ფუფუნების საგნებს ერთმანეთის მიყოლებით ყიდულობენ. მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სამი მილიონის ღირებულების მანქანებზე აქვს გაკეთებული მოთხოვნა, გარდა ამისა, მილიონ სამასი ათასის ახალი ავეჯი სახელმწიფო უწყებებში განთავსდება.
მაგიდებს სამინისტროების ხელმძღვანელი პირებისთვის სპეციალური შეკვეთით ამზადებენ. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ისინი თანამედროვე დიზაინის იყოს და მეტალის ელემენტები ჰქონდეს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის უკიდურესად გაღარიბების ფონზე სამინისტროებისთვის დამატებით ფუფუნების საგნების შეძენა გაუმართლებელია.
”მაშინ, როცა ქვეყანა გაღარიბებულ მოსახლეობაზე უნდა ზრუნავდეს, საგადასახადო შემოსავლების სამსახური ყიდულობს 55 ახალ მანქანას, რაც ჯამში 3 მილიო 800 ათასი ლარის ღირებულებისაა, ასევე, მილიო 300 ათასი ლარის ახალ ავეჯს.
5 მილიონზე მეტი უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ახალი მანქანით უნდა იაროს და ახალი ავეჯი ჰქონდეთ სამსახურში. ეს არის კატასტროფა და ხალხის დაცინვა. ეს არის არა საგადასახადო შემოსავლების კი არა, ფლანგვის სამსახურად გადაქცევა. – ამბობს ირაკლი ნადირაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე.