„ვინ გამომაგზავნა?“ – ახალი სკანდალი: ზაზა ოქუაშვილს ფარცხალაძემ გარიგება ივანიშვილის სახელით შესთავაზა

ოთარ ფარცხალაძის სიტყვები სავარაუდოდ, ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული – საქართვლოს ყოფილ  მთავარი პროკურორს სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში გამოკითხვაზე დაიბარებენ.

ფარცხალაძეს სარჩელი უკვე ჩაბარდა. საქმე  ბიზნესმენის შესაძლო რეკეტს და დიდი ოდენობით ფულის გატაცებას ეხება.

“ტვ პირველის” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილს გარიგებას ივანიშვილის სახელით სთავაზობდა.

 

ზაზა ოქუაშვილის სარჩელის მიხედვით, 2004 წელს მიღებული ზარალის გამო, ​ოქუაშვილის კომპანია, ომეგა ჯგუფი კომპენსაციის სახით, საქართვლოს ბიუჯეტიდან 25 მილიონს მიიღებდა, სანაცვლოდ კი მას 4 მილიონი წილი ივანიშვილისთვის უნდა მიეცა.

 

ბატონმა ფარცხალაძემ ბატონ ოქუაშვილს განუცხადა, რომ (a) საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2004 წელს ჩამორთმევის შედეგად მიყენებული ზიანისა და ზარალის კომპენსაციის სახით “ომეგა ჯგუფს” გადაუხადოს დაახლოებით 25 000 ლარი.

 

(b) ბ-ნმა ოქუაშვილმა უნდა მოიტანოს 4 მილიონი აშშ დოლარი ომეგა ჯგუფსა და საქართველოს მთავრობას ურთიერთობის გასახსნელად და საქართველოს მთავრობის მხრიდან ომეგა ჯგუფის სარჩელის განსახილველად.

 

(c) როდესაც ბ-ნმა ოქუაშვილმა ივანიშვილის სახელი ახსენა, ბ-ნმა ფარცხალაძემ ნათლად განუცხადა, რომ 4 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა და ბ-ნმა ივანიშვილმა იცოდა აღნიშნულის შესახებ.

 

ბ-ნმა ფარცხალაძემ უთხრა, “როგორ გგონია ვისგან მოვდივარ ან როგორ ფიქრობთ, ვინ გამომგზავნა?”

iii 2016 წლის 8 აპრილს ბ-ნმა ყიფიანმა უთხრა ბ-ნ ოქუაშვილს (ომეგა ჯგუფის დირექტორებთან ერთად) , რომ ბ-ნ ი ივანიშვილის მოთხოვნის უგულვებელყოფა სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ომეგა ჯგუფს  და საფრთხეს შეუქმნის, როგორც ბ-ნი ოქუაშვილისა და მისი ოჯახის ფიზიკურ უსაფრთხოებას. ასევე ომეგა ჯგუფის დირექტორებსა და მათ ოჯახებს” – წერია დოკუმენტში.
,,ომეგა” ჯგუფში ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღდეგ სარჩელი ლონდონის უმაღლესი მართლმსაჯულების სასამართლოში ნამდვილად შეიტანეს.

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოთარ ფარცხალაძის და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის არბიტრაჟში ომეგა ჯგუფმა იჩივლა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქმე ეხება ქართველი ოლირქის და მისი გარემოცვის მიერ ჩატარებულ კონსპირაციულ ქმედებებს, რომელმაც ქვეუნის ერთ ერთ მსხვილი ბიზნეს ჯგუფი მრავალმილოონინი ზარალი მიაყენა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share