თბილისი მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად მოზარედის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ვისაც დანაშაული მიუძღვის, აუცილებლად აგებს პასუხს.
“მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, კარგად წარმომიდგენია, რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ, ძალიან შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის. უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.
შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა.