აიღოს კალაძემ პოლიტიკური პასუხიმსგბელობა და დატოვოს პოსტი – ხვალიდან თბილისის მერიასტან აქციებია დაანონსებული. საპროტესტო მოძარობა ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშილის გამო დაიწყო. თბილისის მერ სპოსტის დატოვებას სამოქალაქო ატივისტების გარდა, სტუდენტები და ოპოზიციაც სთხოვს.
მერიის შენობის პიკეტირებას “გიტრჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” აანონსებენ.
ამ წუტებში “გირჩი – მეტი თავისუფლების” ოფისში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სტუდენტები აქციის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ.
აქცია ხვალ 9:00 საათზეა დაგეგმილი.
აქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ფორმატის და რაც ყველაზე მთავარია, მიზანი აქვს ამას ერთი , რომ ერთხელდ ა სამუდაოდ დამკვიდრდეს ის სტსნდარტი, რასაც ჰქვია პოლიტიკური პასუხისმგებლობის არება და მნიშვნელოვანია ამისთვის ის, რომ კახი კალაძემ გაიაზროს ის, რომ მას ძალიან გაუჭირდება ამის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში ომ კომფორტის ზონაში თბილისის მერის მოვალეობის შესრულება, რაც მას ჰქონდა, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა 13 ოქტომბერს დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ, 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა. მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხეხრდა.