უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.
პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
პერსონალურ სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა ცნობილი რუსი ოლიგარქები. კერძოდ, არკადი და ბორის როტენბერგები და მათი ოჯახები, კოვალჩუკები, ვლადიმერ ლისინი, სულეიმან კერიმოვი, ისკანდერ მახმუდოვი, ლეონიდ ფედუნი, ალეკპეროვი, ტიმჩენკო, პროხოროვი, ელენა ბატურინა, კასპერსკი, ევგენი გინერი, ვლადიმერ პოტანინი და სხვები.
სიაში ასევე მოხვდნენ ალინა კაბაევა და რუსი ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების შვილები.
სია, ვის დასანქცირებასაც უკრაინა ითხოვდა, სექტემბერში გახდა ცნობილი.
პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე მსგავსი შემზღუდველი ზომების შემოღების საკითხის განხილვა.
სანქცირებულთა სიაშია რუსული ალფა-ბანკი და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი კომპანიები, რუსეთის საინვესტიციო ფონდი, როსტელეკომი, რუსჰიდრო, ალროსა, როსგოსტრახი, რომლებიც დაკავშირებულია VTB-სა და Sberbank-თან. კომპანიები, RTS-Holding, Sogaz.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სპეციალური საავიაციო განყოფილება „რუსეთი“, „ყაზანის შვეულმფრენების ქარხანა“ და „ადმირალის გემთმშენებლობები“.
სანქცირებულ პირებს შორის არიან არა მხოლოდ რუსული კომპანიებისა და ბანკების უცხოური „შვილობილი კომპანიები“, არამედ, ბელარუსის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტი, ბელორუსული „OKB TSP“ და „Oboronnye Initiativy“, „Belspetsvgeshtehnika“.
სიაში ასევე არის ხორვატული TGADOO for Trgovin i Usluge და Katina DOO.