უხვი ნალექით გამოწვეულმა წყალდიდობამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარე სუფსამ გვიან ღამით დაბის ცენტრში გზა დატბორა, რის გამოც შეუძლებელი იყო გადაადგილება. სამაშველო ჯგუფმა ოპერატიულად დაიწყო წყლის ამოტუმბვა.
სტიქიამ სოფლებში დააზიანა შიდა გზები და სანიაღვრე არხები, პრობლემები შეექმნა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.
გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სტიქიის ზონები ადგილზე მოინახულა.