საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.
საქმეს მომღერალი მებო ნუცუბიძეც გამოეხმაურა.
„რამდენიმე რამ მაოცებს და ხმამაღლა ვიკითხავ:
– რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი, რაც უთქვამს და რაც გაუკეთებია საკუთარი ცოლისთვის?
– თუ წაიკითხეთ ან მოისმინეთ, როგორ ესაუბრებოდა ან როგორ ექცეოდა ის საკუთარ ცოლს, ამის მერე, რატომ ან როგორ მიგაჩნიათ ისევ კაი ტიპად?
– თუ არ წაგიკითხავთ და არც არაფერი მოგისმენიათ ამ საქმის შესახებ, მაშინ, ასე ზერელედ რანაირად შეგიძლიათ ლამაზი თვალებისა და ცნობილი სახელის გამო გაამართლოთ და მისი “გამარჯვება” იზეიმოთ?
– ყოველთვის ქალებს რატომ ამტყუნებთ?
– ამდენი ზიზღი საიდან გაქვთ?
– თქვენი ოჯახის წევრს, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ – თქვენთვის ძვირფას ადამიანს რომ მოქცეოდა ვინმე ასე, მაინც დაიწყებდით სასამართლოს უზენაესობაზე საუბარს?
– რას იტყოდით იმ ადამიანზე, ვინც ასე ექცევა ან/და ესაუბრება ოჯახის წევრს, თუკი ის ცნობილი და შედარებით წარმატებული არ იქნებოდა?
– ჩოგბურთს თუ უყურებთ, რატომ გგონიათ, რომ კარგი ჩოგბურთელია?
– და თუ არ უყურებთ, მაშინ რატომ ითავსებთ საჩოგბურთო ექსპერტების როლს?
– მხოლოდ ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეებზე მოძალადის გამამართლებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში ენდობით ასე ბრმად სასამართლო სისტემას თუ ზოგადადაც ასეთი მიამიტები ხართ?“,- წერს მომღერალი.