რუსეთის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტში რუსეთი თავისი ნებით არ ჩართულა.
„ის, რაც დღეს ხდება, არ არის უბრალოდ მორიგი სამხედრო კამპანია, რაღაც დაძაბულობა. ბევრს სურს რუსეთის პირისაგან მიწისა მოსპობა, მაგრამ ეს ასე არ იქნება, ამიტომ დღეს ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჯარისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის, ყველასთვის, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული ამ ბრძოლის შედეგი, რომელშიც ჩვენი ნებით არ ჩავრთულვართ“, – განაცხადა კირილმა.