Washington Post-ის ინფორმაციით, პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სიმართლეს, “ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ეუბნება.
მედიის თქმით, პრიგოჟინმა პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მარცხდებიან.
“ეს ასევე ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ხელმძღვანელობის შერყეულ პოზიციას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა, თვეების მანძილზე, საბრძოლო შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ”, – წერს მედია.
ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრიგოჟინის კრიტიკაზე მანამდე ISW-ის ანალიტიკოსებიც წერდნენ.
17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი და ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს რუსული სამხედრო ინსტიტუტების არაეფექტურობაზე და სოციალურ პრობლემებზე, რამაც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა შეარყიოს კრემლის ძალა.