“დაგვეღუპა 23 და დაიჭრა 58 ჩეჩენი ჯარისკაცი” – კადიროვის აღიარება

“ამ კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ჩეჩნური შენაერთი ხერსონის ოლქში დაბომბვის ქვეშ მოექცა.” – ამის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა.

კადიროვმა, აღიარა, რომ  უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში  ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები გაანადგურეს.

„ადგილზე ყველა სამაშველო ოპერაცია დასრულებულია და დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო სია არსებობს. დაიღუპა 23 და დაიჭრა 58 ჯარისკაცი. მათგან ოთხი მძიმედ დაშავდა. სხვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმ დღეს დიდი დანაკარგი გვქონდა“, – აცხადებს კადიროვი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share