“მიხეილ სააკაშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია…სიცხე აქვს” -ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს.

„მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. გარდა ამისა, ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია. 5 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაუტარდეს, სიცხიანია. კოვიდის გამო, სამი დღეა არ შევხვედრივარ. წესით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს“, – თქვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share