29-30 ოქტომბერს, ქ. ხაშურში გამართულ ნიკოლოზ ხვედელიძის და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლანჩხუთელმა მოჭიდავემ ლუკა ლომაძემ წარმატებით იასპარეზა.
71 კგ. წონით კატეგორიაში აჭარის სახელით მოასპარეზე ლუკა ლომაძემ ყველა შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს ღირსეულად დაეუფლა.
ბოლო 10 დღეში მან ორი შეჯიბრი მოიგო.
წყარო, ფოტო – გურია თუდეი