ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 24 პროექტი განხორციელდება

ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის ხდომაზე განაცხადა.

„ მალე დავიწყებთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც, რისთვისაც ცხადდება ტენდერი 3 მლნ ლარის მოცულობით. ჯამში 24 პროექტი განხორციელდება და თხინვალის, კონჭკათის, ურეკის, ნატანების, ასკანის, ხვარბეთის, ციხისფერდისა და ჯუმათის სხვადასხვა უბანში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გატარდება. უახლოეს პერიოდში დაიწყება წვერმაღალას დასახლებაში მეწყერის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც, რისთვისაც 800 ათას ლარამდე დაიხარჯება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share