2030-ისთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას მოვახერხებთ – კობახიძე

2030-ისთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას მოვახერხებთ – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

 

“დღეს ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი – ეს არის 17.5%, გასული წლის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ 650 000-მდე ადამიანი, სამწუხაროდ, ცხოვრობს ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა, თუ ამ ტემპით გაგრძელდება განვითარება და ამას გვეუბნება ჩვენ სავალუტო ფონდი. თუ იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხებთ უკვე 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას”- აცხადებს კობახიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share