საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ პროდუქციას

2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 18,03 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,42 ათასი ტონით ანუ 15,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,61 ათასი ტონა) შედარებით – მონაცემებს, ნავთობ იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 3,71 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,32 ათასი ტონა (18,4%); რუსეთი – 1,99 ათასი ტონა (11%); გერმანია – 1,91 ათასი ტონა (10,6%) და სხვ.

2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 105,4 ათასი ტონა, რაც 31,9 ათასი ტონით ანუ 43,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (73,5 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 55,4% (58,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,7% (21,8 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 16,9% (17,8 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 4,5% (4,8 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან, 2,5% (2,6 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share