“რუსი ტურისტები თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, “ვაგონებით“ ჩამოდიან..” – რას ამბობს ფრან­გულ მე­დი­ა­სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი?

დღეს რუსი ტუ­რის­ტე­ბი, თუ ლტოლ­ვი­ლე­ბი, არ ვი­ცით რა ვუ­წო­დოთ მათ, რომ­ლე­ბიც “ვა­გო­ნე­ბით” ჩა­მო­დი­ან… და­ახ­ლო­ე­ბით, 100 000. უფრო მეტი ჩა­მო­ვი­და და ისი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. მათ არ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი, გა­და­რი­ცხვე­ბი. ისე­ვე რო­გორც სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­მა, ჩვენც და­ვა­წე­სეთ ტო­ტა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, არ და­ვა­წე­სეთ ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ, მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვამ, -ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ფრან­გულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან france info-ს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პას შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­ერ­თდა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს, რა­ზეც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ “ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამ არ არის ზუს­ტი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა სან­ქცი­ებს.“

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბა­დაა რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

“დღეს რუსი ტუ­რის­ტე­ბი, თუ ლტოლ­ვი­ლე­ბი, არ ვი­ცით რა ვუ­წო­დოთ მათ, რომ­ლე­ბიც «ვა­გო­ნე­ბით» ჩა­მო­დი­ან… და­ახ­ლო­ე­ბით, 100 000. უფრო მეტი ჩა­მო­ვი­და და ისი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. მათ არ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი, გა­და­რი­ცხვე­ბი. ისე­ვე რო­გორც სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­მა, ჩვენც და­ვა­წე­სეთ ტო­ტა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი. არ და­ვა­წე­სეთ ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ, მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვამ. ეს არ არის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­კი­თხი. ჩვენ ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბად ვართ რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი; ენერ­გე­ტი­კულ სა­კი­თხებ­ში დიდი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გვაქვს. გაზი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მოგ­ვაქვს, არ გვაქვს რუ­სუ­ლი გაზი. ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი.

ზა­ფხულ­ში უფრო ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ამ დროს შე­მოგ­ვაქვს თურ­ქე­თი­დან, რუ­სეთ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დებ­ში, 8%-ია, რაც სრუ­ლი­ად მარ­თვა­დია. ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გან­სა­ზღვრავს არა ეს იმ­პორ­ტი, არა­მედ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. რუ­სე­თი ბევ­რჯერ და­ი­მუქ­რა, რომ უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად, იქ [ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე] ჩა­ა­ტა­რებ­და რე­ფე­რენ­დუ­მებს და მო­ახ­დენ­და ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სრულ ანექ­სი­ას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც უნდა იყოს ევ­რო­პის მკა­ფიო პა­სუ­ხი. მე არ ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­პას, ან მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტი“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ოჯა­ხე­ბი, ის 100 000 რუსი, რო­მელ­მაც შეძ­ლო ჩა­მოს­ვლა, რად­გან ვი­ზის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არი­ან, თქვენ რა­ღაც მო­მენ­ტში ამ­ბობ­დით, რომ გა­გე­უქ­მე­ბი­ნათ ეს უვი­ზო მი­მოს­ვლა, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რა ხდე­ბა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: “მე ეს არ მით­ქვამს. მე ვთქვი, რომ სა­ჭი­რო იყო ამ შე­მოს­ვლე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი. გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეს პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არი­ან პუ­ტი­ნის არ­მი­ის წევ­რე­ბი, ისი­ნი სა­შუ­ა­ლო კლა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რუ­სეთ­ში თა­ვი­ანთ ად­გილს ვე­ღარ ხე­და­ვენ. ეს 10 თვეა რაც გრძელ­დე­ბა, იმ­დე­ნი­ვე, რამ­დე­ნიც ომი. იყო შე­მომ­სვლე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღა, მათ შო­რის, იყ­ვნენ სხვა­თა შო­რის ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რობ­დნენ. არ არის და­პი­რის­პი­რე­ბა არც უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებ­თან, რომ­ლებ­საც ასე­ვე ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით, 30 000 არი­ან და არც რუს და ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის, მი­უ­ხე­და­ვად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა. სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა…

ვი­ზე­ბი არის, ისე­ვე რო­გორც სხვე­ბის­თვის. არის 1 წლი­ა­ნი ვი­ზე­ბი. არ არის უვი­ზო რე­ჟი­მი, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის. მე ვთქვი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ზის ხან­გრძლი­ვო­ბა შეგ­ვეც­ვა­ლა. ეს სა­კი­თხი და­ხუ­რუ­ლი არ არის, და ჩვენ ვა­კონ­ტრო­ლებთ ამ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­მაც ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, თავი და­აღ­წია მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას. ამ შე­კი­თხვა­ზე თეთ­რი ან შავი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, რთუ­ლია და უნდა ვმარ­თოთ“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა france info-სთან სა­უბ­რი­სას.

“ინტერპრესნიუსი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share