ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მისი ვიზიტი ბრიუსელში პარტიის თავმჯდომარის რანგში ბოლო არ არის. როგორც მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი ყოველთვის იმსახურებდა და იმსახურებს, პროცესებზე სრული წარმოდგენა ჰქონდეს.
ენმ-ს თავმჯდოარე, წინასაარჩევნო პერიოდში მისი მხრიდან “გულწრფელობაზე” აპელირებს და ამბობს, რომ “პასუხი აუცილებლად ექნება”.
მოლოდინი მაქვს, რომ მინიმუმ 10% მაინც ჩვენი პარტიის მხარდამჭერებისა და ამომრჩევლებისა მიიღებენ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას. ვვარაუდობ დაახლოებით 50-70 ათას ადამიანს და როდესაც უშუალოდ საარჩევნო კამპანია დაიწყება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ძალიან გულწრფელები ვიყოთ, როგორც პოლიტიკოსები, ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მიმართ, მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის შესაძლებლობა. თამამად შემიძლია ვთქვა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი პარტიის თავმჯდომარის რანგში აქ”- თქვა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება პარტიის შიგნით არსებულ უთანხმოებას, მელია აღნიშნავს, რომ პარტიის სიძლიერეს არ ემსახურება, როცა კონკრეტული ადამიანები, არაკნტექსტურად საჯაროდ საუბრბენ.
მე ჩემს გარშემო დავინახე ადამიანები, რომლებსაც თითქოს სხვა სული ჩაედგათ – ძალიან სამუხაროა, როდესაც ბლო 1 წლის განმავლობაში, ადამიანებს, რომლებსაც უნდა დავყრდნობოდი და მქონდა ძალიან დიდი ნდობა… ეს ადამიანები არიან პარტიის მმართველობაში, ენერალური მდივანი, მისი მოადგილე, რამდენიმე დეპუტატი, სამსახრის ხელმძღვანელები, მთელი ბირთვი რომელზეც დგას პარტია. როდესაც ეს ადამიანები, ერთ კალენდარულ დღეს იცვლიან რიტორიკას, დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა ამ ყველაფრზე პასუხი მექნება ცოტა მოგვიანებით.
ამ ადამიანებს სდომებით, ჩემი წარმოჩენა, თითქოს მე ვიყავი ავტოკრატი და მეტიც დიქტატორი. სადღაც არსებობდა უკეთესი გეგმა, თითქოს მთ ჰქონდათ სხვა სტრატეგიული მონახაზები და მე ხელს ვუშლიდი?!”- თქვა მელიამ.