ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რთული საგზაო მონაკვეთების განახლება და შეკეთება აქტიურ ფაზაშია.
ამჯერად, სოფელ ვაკიჯვარში სიამაშვილის, გოლიაძის, თხილაიშვილის, ინწკირველისა და თედორაძის უბნებში რკინა – ბეტონის საფარი იგება.
სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, მერის წარმომადგენელთან, დავით ჩავლეშვილთან ერთად გაეცნო.